23:02 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-26 13:11:18, 1345 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი: ვულოცავ უკლებლივ ყველა უმცირესობის წარმომადგენელს - განსხვავებულები ვქმნით ერთ ძლიერ სახელმწიფოს

„დღევანდელ დღეს ვულოცავ უკლებლივ ყველა უმცირესობის წარმომადგენელს, რადგან განსაკუთრებულობა ქართული სახელმწიფოსი სწორედ ჩვენს მრავალფეროვნებაში და იმის აღიარებაშია, რომ განსხვავებულები ვქმნით ერთ ძლიერ სახელმწიფოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისუფლების მეოდანზე განაცხადა.

სამხედრო ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტმა ჯარისკაცებს და ცერემონიაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა.

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლის თავს. გილოცავთ თქვენ, შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებო, რომლებსაც ჩვენი წინაპრების მახვილი და დროშა არასდროს დაგიწევიათ და დღესაც ამაყად ემსახურებით სამშობლოს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მისიებში. პატივს მივაგებ თქვენს თანამებრძოლებს, რომლებმაც სიცოცხლე ჩვენს სამშობლოს შესწირეს. ვულოცავ ჩვენ აფხაზ და ოს თანამემამულეებს, იმიტომ რომ საქართველოს გამთლიანება მათთან ერთად მოხდება და იმიტომ რომ 91 წელს, როდესაც ჩვენ თავისუფლებას აღვადგენდით ერთად ვიდექით იმ რეფერენდუმში, რომელმაც მთელ მსოფლიოს ნათლად უთხრა, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა.

ვულოცავ უკლებლივ ყველა უმცირესობის წარმომადგენელს, რადგან განსაკუთრებულობა ქართული სახელმწიფოსი სწორედ ჩვენს მრავალფეროვნებაში და იმის აღიარებაშია, რომ განსხვავებულები ვქმნით ერთ ძლიერ სახელმწიფოს. ვულოცავ დღევანდელ დღეს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც ამ დღეს მსოფლიოს მასშტაბით ჩვენთან ერთად ზეიმობენ. მათი წინაპრების ღვაწლმა მოიყვანა ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღემდე და ის პირველი დამოუკიდებლობაც მათმა წინაპრებმა გამოაცხადეს. დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენი კულტურის, სპორტის, მეცნიერების წარმომადგენლებს, რომელთა გამარჯვებებიც ამ კვირის განმავლობაში კიდევ ერთხელ ვიზეიმეთ. დღევანდელ დღეს ვულოცავ იმ ქართულ ოჯახებს, რომლებიც რთულ ვითარებაში არ შედრკენ და ამ ქვეყნის ყველა სირთულე თავის თავზე გადაიტანეს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მან ასევე საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს გადაუხადა მადლობა და გნაცხადა, რომ ისინი ამ ვიზიტით ქვეყნისადმი მხარდაჭერას ამტკიცებენ.

„დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენს მეგობრებს და მადლობას ვუხდი მათ იმისთვის, რომ ისინი ჩვენთან ერთად დგანან, იმისთვის რომ ამ რთულ ვითარებაში ისინი ამტკიცებენ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისთვის. ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციები როგორიც დღეს არის, საქართველოში არ ყოფილა აქამდე და დარწმუნებული ვარ ეს იმ გამარჯვებების საწინდარია, რომელიც სტრატეგიულ მიზნამდე, ჩვენს ნატოსა და ევროკავშირის წევრობამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ქართველი ერის მდგრადობა ნათლად აჩვენებს იმას, რომ საქართველო გამარჯვების გზაზე დგას.

„მე მინდა მასმედიას მივულოცო დღევანდელი დღე, იმიტომ რომ დემოკრატია თქვენი თავისუფლების გარეშე ვერ შედგებოდა. საქართველოს ყველა მოქალაქეს გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს. დღეიდან ჩვენ გადავაბიჯებთ ახალ ასწლეულში ჩვენი რესპუბლიკისა და მომავალ ას წელს გავივლით  ისევე იმ პრინციპებით და ღირებულებებით, რაც ჩვენს წინაპრებს გაუვლიათ. მიზანი ნათელია, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობამ უნდა შევქმნათ ქვეყანა თავისუფალი, რომელშიც თავისუფალი მოქალაქეები მათი მრავალმხრივი ნიჭის განვითარება გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და ისევე მისცემს მომავალ თაობებს მიღწევებს, როგორიც ჩვენ წინაპრებს მიუციათ მთელი კაცობრიობისათვის. დღევანდელი მდგრადობა ჩვენი ერისა, ნათლად მაჩვენებს იმას, რომ საქართველო გამარჯვების გზაზე დგას და ამიერიდან მხოლოდ გამარჯვების გზით ვივლით. ღმერთი გფარავდეთ თქვენ და საქართველოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics