|
2018-05-26 12:41:08, 1127 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისში, თელავსა და ფოთში წარმოადგინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისში, თელავსა და ფოთში წარმოადგინა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდთან, მინისტრი ლევან დავითაშვილი მივიდა და მოსახლეობას დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცა. „ყველას ვულოცავ დღევანდელი დღეს, 100 წლის იუბილეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარესებიდან. ჩვენთვის ძალიან საამაყო დღეა. 26 მაისი არის იმ რესპუბლიკის დაარსების დღე, რომელიც დაფუძნებული იყო მოწინავე ჰუმანურ იდეებზე, ევროპულ ღირებულბებზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ისტორიულად ამ ღირებულებების მატარებელი ქვეყანა ვართ. რაც შეეხება ჩვენი სამინისტროს წარმოდგენილ სტენდებს. მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს, როგორც აგროსასურსათო პროდუქციის, ისე იმ ფლორის სახეობების, რომელიც საქარათველოშია, ის სიმდიდრე, ბიომრავალფეროვნება, რომელიც გვაქვს ვაჩვენოთ, როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ისე ქალაქის სტუმრებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის იუბილეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღონისძიებებით თბილისში, თელავსა და ფოთში აღნიშნავს. თბილისის ცენტრალურ გამზირზე წარმოდგენილი იყო „ლაღიძის კაფე“, სადაც დამთვალიერებელს ძველი თბილისის საფოსტო მარკების და სუვენირების კუთხის დათვალიერების შესაძლებლობა ქონდა. სამინისტროს სტენდზე წარმოდგენილი იყო სახელმწიფო პროექტების ფარგლებში დაფინანსებული აგრარული მიმართულების საწარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქცია - თაფლი და თაფლის პროდუქტები, ღვინო და ყველის ნაირსახეობა, ჩაი, დეკას ჩაი, ჩურჩხელა, ბადაგი, თხილი, სუბლიმირებული ხილი, ხილის ჩირი, მოცვი, სხვადასხვა სახის კომპოტი და წვენი, ჯემებისა და მურაბების ნაირსახეობა. სპეციალურად ამ დღისთვის, რუსთაველის გამზირზე ეროვნულმა საშენმა მეურნეობამ მწვანე კუთხე მოაწყო, სადაც ენდემური და „წითელი ნუსხის“ სახეობები იყო წარმოდგენილი. თელავში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ღვინის ფესტივალი გაიმართა,ხოლო ქალაქ ფოთში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ საქართველოს დაცული ტერიტორიების ვირტუალური რეალობის სივრცე მოეწყო.
(NS)
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ALDE – დროა რუსეთმა არასასურველ ორგანიზაციად იმის გამო გამოაცხადა, რომ ოკუპაციის წინააღმდეგ, საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად და ევროპული მომავლისთვის იბრძვის
ხოშტარია -ის, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა, ეს ნამდვილად პატივია
რეჟიმის პატიმარმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)