|
2018-05-26 11:10:53, 1368 ნახვა
საზოგადოება
ანდჟეი დუდა - ყოველთვის საქართველოს გვერდით ვდგავართ!
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას შეხვდა, რომელიც საქართველოში დამოუკიდებლობის დღის ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. "საქართველო აფასებს პოლონეთის განსაკუთრებულ და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ", - აღნიშნა შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებში პოლონეთის ძლიერი ხმა და მხარდაჭერა გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოსათვის და პრეზიდენტ დუდას ვიზიტი, საქართველოსათვის ამ ისტორიული მნიშვნელობის მომენტში, ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებული ურთიერთობების და სოლიდარობის კიდევ ერთი დემონსტრირებაა. მხარეებმა რუსული აგრესიის, რეგიონის უსაფრთხოებისა და ნატო-ს მოახლოებული სამიტის სამზადისის შესახებაც იმსჯელეს და საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინირებული მოქმედების საკითხები განიხილეს. პოლონეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს საქართველოს ეროვნულ დღესასწაულზე დაპატიჟებისათვის და აღნიშნა, რომ პოლონეთი საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია: - "ყოველთვის საქართველოს გვერდით ვდგავართ!" - განაცხადა ანდჟეი დუდამ. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსა და პოლონეთს ისტორიული მეგობრობა აკავშირებით, ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს, აგვისტოს ომის დროს, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის როლს აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მობილიზებაში . მხარეებმა სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და სექტორული თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 27% -ით გაიზარდა, ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. შეხვედრისას აღინიშნა, რომ ჩვენს ხალხებს შორის ხანგრძლივი, თბილი და მეგობრული კავშირები გვაძლევს მყარი საფუძველს ტურიზმის სფეროში ურთიერთობების განვითარებისთვის.
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ALDE – დროა რუსეთმა არასასურველ ორგანიზაციად იმის გამო გამოაცხადა, რომ ოკუპაციის წინააღმდეგ, საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად და ევროპული მომავლისთვის იბრძვის
ხოშტარია -ის, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა, ეს ნამდვილად პატივია
რეჟიმის პატიმარმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)