00:50 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 21:45:32, 1355 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს შეხვდა, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის აღსანიშნავად, თბილისს პირველი სამუშაო ვიზიტით ეწვია.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველო სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობა განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, წელს ჩვენი ქვეყნები სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლის იუბილეს აღნიშნავენ და სომხეთის პრეზიდენტის მონაწილეობას თბილისში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში ჩვენთვის ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ყველა არსებული ასპექტის გათვალისწინებით საქართველო დაინტერესებულია რეგიონის ყველა სახელმწიფოსთან მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობის განმტკიცებით.

კონფლიქტის მოგვარებისადმი საქართველოს მიდგომა კი, ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ვალდებულებას. ამავდროულად, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემა საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

საქართველოს პრეზიდენტმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და დაგმო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტი.
საქართველო აფასებს სომხეთის ძლიერ პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად და იმედს გამოვთქვამთ, რომ ახალი ხელისუფლება მომავალში ამ გზას გააგრძელებს.

პრეზიდენტმა გამოთქვა შეშფოთება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის საკითხები პირდაპირ ასახავს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დაუყოვნებლივ შექმნისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მონიტორების შესვლის აუცილებლობას.

საქართველო მიესალმება ევროკავშირსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და აღსანიშნავია, რომ შეთანხმება ევროკავშირსა და სომხეთს ახალ შესაძლებლობებსა და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის განვითარებას მოუტანს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics