00:51 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 19:04:16, 1203 ნახვა

პოლიტიკა
ჟან კლოდ იუნკერი საქართველოშია

ჟან-კლოდ იუნკერი საქართველოშია

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი უკვე საქართველოშია. იუნკერი ქვეყანას პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეწვია.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, ბელგიის სამეფოში საქართველოს ელჩმა ნატალი საბანაძემ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა.

„მივესალმებით ევროკომისიის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში, ეს მისი პირველი ვიზიტია ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა ძალზედ დასაფასებელია, რომ ის ჩამოდის საქართველოში სწორედ იმ დღეს, როდესაც აღვნიშნავთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს. ეს ვიზიტი ამავდროულად არის ძალიან ნათელი გზავნილი ევროპის მხრიდან მათი მხარდაჭერისა იმ პროცესის, რასაც საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჰქვია. საზეიმო განწყობის მიღმა, ბუნებრივია იქნება საქმიანი შეხვედრები და განხილულ იქნება საქართველო ევროკავშირს შორის ურთიერთობების დინამიკა და შემდგომი ნაბიჯები", - აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ჟან-კლოდ იუნკერი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება და თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოვა.

ევროკომისიის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს კრინიცას ეკონომიკური ფორუმში, ასევე პარლამენტში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში სახელწოდებით – „თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის, მომავალი 100 წლეულის სტრატეგია".​





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics