00:51 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 18:17:49, 1198 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ ასეთ ძლიერ მეზობელს გავუძელით და გავუძლებთ მომავალშიც

„ჩვენ შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ ასეთ ძლიერ მეზობელს გავუძელით და გავუძლებთ მომავალშიც, როგორც ეს ყოველთვის გაგვიკეთებია", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან, დალია გრიბაუსკაიტესთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუსეთის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროდ, საქართველოს რუსეთთან ჰიბრიდული ომის ძალიან მდიდარი გამოცდილება აქვს.

„მინდა ყველას გავახსენო, რომ ქართულ- რუსული დაპირისპირება არ დაწყებულა 2008 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან რუსეთის ფედერაციის მხრიდან გადაიდგა ნაბიჯები საქართველოს რეგიონების ფაქტობრივი ოკუპაციის მიმართულებით, ოღონდ მაშინ ეს ხორციელდბოდა განსხვავებული ფორმით, იმ ფორმით რომელსაც მხოლოდ 2014 წლიდან დაერქვა "ჰიბრიდული ომი" და დაერქვა ასეთი "პატარა მწვანე კაცუნები". იმ ადამიანებს, ვინც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე 90 - იანი წელების დასაწყისიდან ცდილობდნენ , რომ გაეტეხათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი ქვეყნის ნება, ყოფილიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ რუსეთთან ჰიბრიდული ომის დიდი გამიცდილება გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ ასეთ ძლიერ მეზობელს ჩვენ გავუძელით და გავუძლებთ მომავალში, ისევე როგორც ყოველთვის ეს გაგვიკეთებია",- განაცხადა მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics