15:12 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 16:55:11, 1236 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ პირველი გასვლითი სხდომა ქუთაისში გამართა

აფხაზეთის კვირეულისა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილის ფარგლებში ქალაქ ქუთაისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ პირველი გასვლითი სხდომა გამართა და ინდოელ ინვესტორებს უმასპინძლა.

აფხაზეთის სსიპ “ბიზნესინკუბატორში” ქართულ-ინდური ჩაის მწარმოებელი კომპანია “სინერჯი ცხრა”-ს გახსნის ცერემონია და სოფელ რიონის ჩაის პირველადი გადამამუშავებელი, რეაბილიტირებული ფაბრიკის პრეზენტაცია გაიმართა. ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მოწვეულმა იმერეთის რეგიონში მოღვაწე დევნილმა ბიზნესმენებმა წარმოადგინეს თავიანთი პროექტები რომელიც მიზნად ისახავს ინდოელ პარტნიორებთან სხვადასხვა ბიზნესში ურთიერთობების გაღრმავებას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას. პროექტები გულისხმობს რეგიონში მცხოვრები დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქამებას.

“მივესალმები ყველა იმ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს დევნილი მოსახლეობის დასაქმებას. ჩვენი ეკონომიკური საბჭო გააგრძელებს მუშაობას რათა მომავალშიც ხელი შეუწყოს ყველა იმ კონტაქტს რომელიც მიმართულია ბიზნესის განვითარებისა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავებისათვის. მოხარული ვარ იმით, რომ დღეს ვიმყოფებით ქუთაისში და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენი წვლილი შეგვაქვს ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაში”, - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.

ღონისძიებას  იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, სსიპ ბიზნესინკუბატორის ხელმძღვანელი ალუ გამახარია და აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ALDE – დროა რუსეთმა არასასურველ ორგანიზაციად იმის გამო გამოაცხადა, რომ ოკუპაციის წინააღმდეგ, საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად და ევროპული მომავლისთვის იბრძვის
ხოშტარია -ის, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა, ეს ნამდვილად პატივია
რეჟიმის პატიმარმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics