21:58 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 15:20:48, 1208 ნახვა

საზოგადოება
თბილისში მდებარე ისტორიულ შენობებზე ხელნაკეთი კერამიკული აბრები განთავსდა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, თბილისში მდებარე ისტორიულ შენობებზე ხელნაკეთი კერამიკული აბრები განთავსდა.

ხელნაკეთი აბრები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილესთან, სოფიო ხუნწარიასთან ერთად დაათვალიერა.

აბრები ინგოროყვას N1 და N8-ში, 9 აპრილის ქუჩის N3/5-სა და ალექსანდრე პუშკინის N3 -ში არსებულ ისტორიულ შენობებზე განთავსდა.

„საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ  ოთხ ისტორიულ შენობაზე საინფორმაციო აბრები განათავსა, სადაც აღნიშნულია, თუ სად იყო განთავსებული იმ პერიოდში მნიშვნელოვანი სახელმწიფო  დაწესებულებები. ეს არის ქართული თიხისგან დამზადებული კერამიკული ფილები, რომელიც ვფიქრობ, მიმზიდველი იქნება, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს არის საპილოტე პროექტი, რომლის პირველ ეტაპზე, აბრა ოთხ შენობაზე განთავსდა. შემდეგ ეტაპზე კი, ისტორიულ უბნებში, ყველა პირველ ნომერზე იქნება აბრეშუმის გზის სიმბოლიკებით აღნიშნული ისტორიული აბრა, სადაც ქუჩის პირველად სახელთან ერთად, მისი ისტორია იქნება მოთხრობილი“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

საინფორმაციო აბრები ძველ თბილისში იმ სახლებზე განთავსდა, რომლებიც საკუთარი ისტორიით საქართველოს პირველ რესპუბლიკასთანაა დაკავშირებული. ეს ის ისტორიული შენობებია, სადაც 1918-1921 წლებში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მნიშვნელოვანი სახელმწიფო დაწესებულებები იყო განთავსებული, ან მათში იმ პერიოდის თვალსაჩინო სახელმწიფო, საზოგადო თუ კულტურის მოღვაწეები ცხოვრობდნენ, ან მოღვაწეობდნენ.

ქართული თიხისგან დამზადებულ ხელნაკეთ კერამიკულ აბრებზე დატანილი ინფორმაცია კონკრეტული შენობის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს ასახავს და ის ხანგრძლივი სამეცნიერო, საარქივო თუ სხვა კვლევების შედეგად, შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციის გზით არის შექმნილი. 

ახალი ტექნოლოგიით დამზადებული დეკორატიული აბრები თანამედროვეობისა და ისტორიის ერთგვარი სინთეზია, რომელიც სხვადასხვა დარგის სპეციალისტების, მათ შორის, ისტორიკოსებისა და ხელოვანების წარმატებული თანამშრომლობის შესანიშნავი ნიმუშია.

მომავალში, მსგავსი აბრებით ისტორიული ქუჩების ყველა პირველი ნომრის აღნიშვნა იგეგმება, რომლის იდეაც „თბილისის ჰამქრის“ წარმომადგენელს, ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილს გაუჩნდა, ხოლო პროექტი თბილისის მერიის ხელშეწყობით სახელოსნომ - CERRAMIC ROOM განახორციელა, რომელიც ნინო დანელიამ და ქეთევან ჭიჭივეიშვილმა, სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ დააფუძნეს. 

ინგოროყვას ქუჩაზე თბილისის მერთან ერთად, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი იმყოფებოდნენ. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics