|
2018-05-25 14:20:31, 1250 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს დალია გრიბაუსკაიტე ეწვია
საქართველოში ვიზიტი დაიწყო ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ, რომელიც თბილისს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია. დალია გრიბაუსკაიტეს ვიზიტის მიზანი ქვეყნებს შორის ორმხრივი დიალოგის გაღრმავება, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა და ნატო-ს მოახლოებულ სამიტისათვის მზადების კოორდინირებული ქმედებების განხილვაა. ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც შედგება საქართველოსა და ლიეტუვის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი და დალია გრიბაუსკაიტე ერთობლივ პრესკონფერენციაზე ქართული და უცხოური მედიის წინაშე განცხადებებით წარდგებიან. ხვალ, დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებსაც დაესწრება და სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან ერთად, 26 მაისს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს აღნიშნავს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)