21:59 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 13:07:11, 1335 ნახვა

საზოგადოება
საოჯახო მეფრინველეობის ფორუმი გაიმართა

სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში სოციალური დაცვის ლიგის საოჯახო მეფრინველეობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით საქართველოს საოჯახო მეფრინველეობის ფორუმი გაიმართა.

ფორუმის მიზანი საქართველოში მეფრინველეობის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით ქვეყნის პოტენციალის ზრდაა. ორგანიზატორების განცხადებით, საოჯახო მეფრინველეობის განვითარება ქვეყანაში შიდა და გარე შრომითი მიგრაციის პროცესებს შეანელებს და ხელს შეუწყობს თვითდასაქმებას.

საქართველოს საოჯახო მეფრინველეობის ფორუმი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით ჩატარდა, სადაც მონაწილეობა ფერმერებმა, ადგილობრივმა კომპანიებმა და არასამთავრობოორგანიზაციებმამიიღეს. ფორუმს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურუძე დაესწრო. იური ნოზაძის განცხადებით მეფრინველეობა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროექტებში. სახელმწიფო ხელს უწყობს ფრინველების ადგილობრივი ჯიშების მოძიება, აღდგენა, შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას.

„სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის საქართველოს მთავრობა ახორციელებს სხვადასხვა სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს, კონკრეტულად საოჯახო მეფრინველეობის ხელშეწყობის მიზნით კი, მას შემდეგ რაც შესწავლილი იქნება დარგის სრული ღირებულებათა ჯაჭვი და დადასტურდება, რომ აღნიშნული სფერო არის რენტაბელური და იგი ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, სამინისტრო განიხილავს ხელშეწყობის სხვადასხვა გზებს“, - აღნიშნა იური ნოძაძემ.

სოციალური დაცვის ლიგის ორგანიზებით 2018 წლის 22-23 სექტემბერს თბილისში  საქართველოს მეფრინველეობის გამოფენა „Chicken-Georgia 2018"გაიმართება, რომელშიც ადგილობრივი ფერმერები ჩაერთვებიან.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics