|
2015-05-27 09:35:36, 299 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ციხისჯვრის ბაზას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა და თანმშრომლებმა, „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისათვის“ ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ ციხისჯვრის ბაზაზე, ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს. სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ბაზის ინფრასტრუქტურა და ბავშვებისთვის სპეციალურად მოწყობილი გამოფენა დაათვალიერებინეს, სადაც წარმოდგენილი იყო სახვადასხვა ტიპის სპეციალური აღჭურვილობა. მოზარდებმა ასევე ნახეს, სპეციალური ტრანსპორტი და ტექნიკა, სამთო და სამხერდო აღჭურვილობა, სამედიცინო ინვენტარი და სპორტული დარბაზი. შეხვედრა საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტიპის იყო. მოსწავლეებს კითხვა-პასუხის რეჟიმში გააცნეს დეპარტამენტის მუშაობის პრინციპები და მუშაობის სპეციფიკა. სტატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მილსადენის დაცვის მნიშვნელობასა და უსაფრთხოების ზომებზე ისაუბრეს. ღონისძიების დასასრულს დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, რომლის მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობა სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ფორმების და მოქალაქეების უფლებების შესახებ, მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყო. პროექტი ხორციელდება, როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების საჯარო სკოლებში, მათ შორის არაქართულენოვან სკოლებში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)