2018-05-23 21:03:20, 1324 ნახვა
საზოგადოება
მათემატიკის გამოცდა მე-12 კლასელთა 12%-მა ვერ ჩააბარა
დღეს მე-12 კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გამოცდა ჩააბარეს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზღვარი წარმატებით გადალახა მოსწავლეთა 88%-ზე მეტმა, დაახლოებით 12%-მა კი, გამოცდა ვერ ჩააბარა.
ამით დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა გამოცდები დასრულდა.
მე-11 კლასელებისათვის გამოსაშვები გამოცდები 12 ივნისს დაიწყება.
ავტორი: ,