21:00 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-23 18:00:55, 1315 ნახვა

საზოგადოება
ოლიმპიურ კომიტეტში, რომლის გენერალური პარტნიორიც „საქართველოს ბანკია“, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონები ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს ბანკი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ დღეს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში საქართველოს პრეზიდენტმა 23 ოლიმპიური ჩემპიონი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

ორდენი გადაეცათ: ლერი ხაბელოვს (თავისუფალი ჭიდაობა); ნინო სალუქვაძეს (ტყვიის სროლა); რობერტ შავლაყაძეს (მძლეოსნობა); რომან რურუას ( ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); კახი კახიაშვილს (ძალოსნობა); შოთა ხაბარელს (ძიუდო); ვახტანგ ბლაგიძეს (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); გელა კეტაშვილის (ფეხბურთი); ზურაბ ზვიადაურს (ძიუდო); ქეთევან ლოსაბერიძეს (მშვილდოსნობა); რაფაელ ჩიმიშკიანს (ძალოსნობა); დავით გობეჯიშვილს (თავისუფალი ჭიდაობა); ვაჟა კაჭარავას (ფრენბურთი); დავით ხახალეიშვილს (ძიუდო); გიორგი ასანიძეს (ძალოსნობა);  მანუჩარ კვირკველიას ( ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); რევაზ მინდორაშვილს (თავისუფალი ჭიდაობა); ირაკლი ცირეკიძეს (ძიუდო); ლევან თედიაშვილს (თავისუფალი ჭიდაობა); ლაშა შავდათუაშვილს (ძიუდო);  ვიქტორ სანეევს  (მძლეოსნობა); ვლადიმერ გოგოლაძეს (ტანვარჯიში); ალექსანდრე ანპილოგოვს (ხელბურთი).

საქართველოს ბანკი მოხარულია, რომ ქვეყნისთვის ერთერთი მნიშვნელოვანი - საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია.

საქართველოს ბანკი ოლიმპიურ კომიტეტს გენერალურ პარტნიორობას 2018 წლის 30 იანვრიდან უწევს.

საქართველოს ბანკი  აგრძელებს  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერას 2020 წლამდე განსახორციელებელ ყველა აქტივობაში და ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობას.

საქართველოს ბანკისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს ქართველი ოლიმპიური სპორტსმენების შესახებ მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლება, ოლიმპიური თამაშების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება, რადგან თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც წლების განამავლობაში ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის - მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და მოსახლეობის ქომაგობა.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics