09:53 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-23 15:17:26, 1826 ნახვა

ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართულ შეხვედრას „ტვიტერზე“ ეხმაურება

საქართველოს პირველ-ვიცე პრემიერთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართულ შეხვედრას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ჟანგი  გამოეხმაურა.

მის კომენტარს საერთაშორისო სავალუტო ფონდი „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

„საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი რეფორმების შესრულებაში წინ მიიწევს.  რეფორმების დაჩქარება ქვეყანაში უფრო მაღალ და ყოვლისმომცველ ზრდას შეუწყობს ხელს" - აცხადებს ტაო ჟანგი.

დიმიტრი ქუმსიშვილისა და ტაო ჟანგის შეხვედრა ვაშინგტონში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა  სექტორულ და ფისკალურ ჭრილში საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრეს, ასევე მიმდინარე და სამომავლო რეფორმები განიხილეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი დიმიტრი ქუმსიშვილის ინიცირებით დაწყებული  საკრედიტო - საგარანტიო რეფორმა იყო, რომლის გატარებაშიც საქართველოს დახმარებას სავალუტო ფონდი დახმარებას გაუწევს.

 საკრედიტო - საგარანტიო მექანიზმის ამოქმედება საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე წვდომას მნიშვნელოვნად გაუადვილებს. რეფორმა ითვალისწინებს სპეციალური ფონდის ჩამოყალიბებას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს ბანკებიდან აღებული სესხების დაბრუნებას გარანტორად დაუდგება. აღნიშნული რეფორმა კიდევ ერთ სტიმულს მისცემს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას  და  ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics