|
2018-05-23 10:40:32, 1589 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილმა აშშ-ის კომერციის მდივანს ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებზე თავისუფალი ვაჭრობის გავლენის შესახებ კვლევის შედეგები გააცნო
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კომერციის მდივანს უილბურ როსს საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გავლენის კვლევის შედეგები გაუზიარა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კვლევა საქართველოს მთავრობის დაკვეთით, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ „PWC"-მ განახორციელა. კვლევის თანახმად, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედება მნიშვნელოვნად გაზრდიდა ორივე ქვეყნიდან ექსპორტს, ხელს შეუწყობდა ინვესტიციებს და სტიმულს მისცემდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ასევე აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება აშშ-დან ინვესტიციების ზრდას, რომელსაც ასევე მოაქვს ქვეყანაში ცოდნა და ახალი ტექნოლოგიები. შეხვედრა დიმიტრი ქუმსიშვილსა და უილბურ როსს შორის ეკონომიკის მინისტრების დონეზე პირველად გაიმართა. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი აშშ-ში, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
(NS)
კრემლმაCIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გამოსცადა ბირთვული რაკეტა, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია
თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს, დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე
იაკობ იაკობაშვილი რომელიც ეპისკოპოსია ოპოზიციას და ოპოზიციურად განწყობილ ხალხს ემუქრება
არქიმანდრიტი დოროთე- ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)