|
2018-05-22 19:53:57, 1677 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: სსფ საკრედიტო-საგარანტიო ფონდის შექმნის მიმართულებით ჩვენთან ერთად იმუშავებს
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან ტაო ჟანგთან ვისაუბრეთ საკრედიტო-საგარანტიო ფონდის შექმნასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთხოვეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდს სრული მხარდაჭერა ამ კუთხით. ფონდი ჩვენთან ერთად ამ მიმართულებით დაიწყებს მუშაობას და დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ კარგ შედეგს მივიღებთ", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს ტაო ჟანგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა აშშ-ში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ფარგლებში გაიმართა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან საუბარი წარიმართა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე, როგორც სექტორულ, ისე ფისკალურ ჭრილში. ასევე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და სამომავლო ეკონომიკურ რეფორმებზე. „ჩვენ ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი მაჩვენებლები გვაქვს. წლის დასაწყისიდან გვქონდა 5.2 პროცენტიანი ზრდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მთელი წელი წინ გვაქვს, ვიმედოვნებთ, რომ ზრდის დინამიკა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით, საქართველოში საკრედიტო - საგარანტიო რეფორმა იწყება. საკრედიტო - საგარანტიო მექანიზმის ამოქმედება საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე წვდომას მნიშვნელოვნად გაუადვილებს. რეფორმა ითვალისწინებს სპეციალური ფონდის ჩამოყალიბებას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს ბანკებიდან აღებული სესხების დაბრუნებას გარანტორად დაუდგება. აღნიშნული რეფორმა კიდევ ერთ სტიმულს მისცემს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში და შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
(NS)
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)