|
2018-05-22 19:51:32, 2161 ნახვა
პოლიტიკა
ლინდსი გრემი: საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რუსეთის სამეზობლოში, რომელიც მკაფიოდ დასავლური პოლიტიკის გამტარებელია
საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რუსეთის სამეზობლოში, რომელიც მკაფიოდ დასავლური პოლიტიკის გამტარებელია და ამავდროულად, ამას ახორციელებს უაღრესად გონივრულად და რაციონალურად, - ამის შესახებ “რესპუბლიკელმა” სენატორმა ლინდსი გრემმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამხრეთ კაროლინას შტატის სენატორმა გრემმა მაღალი შეფასება მისცა იმ რეფორმებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. გამოითქვა სურვილი, აშშ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის დონე შესაბამისობაში მოვიდეს იმ პოლიტიკურ ურთიერთობებთან, რომელიც ორ ქვეყანას აკავშირებს. სენატორმა ხაზი გაუსვა საქართველოსადმი, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი მის მტკიცე მხარდაჭერას. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რეგიონულ გამოწვევებს. ლინდსი გრემმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მისი განცხადებით, საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა აქვს აშშ-ის სენატის მხრიდან, რაც აქამდეც არაერთხელ იყო გამოხატული, როგორც რეზოლუციებში, ასევე - კონსოლიდირებულ აქტში საქართველოს მხარდამჭერი დებულებებით. სენატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი სახის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)