|
2018-05-22 19:33:50, 1855 ნახვა
პოლიტიკა
სენატორები: აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია
აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, - ამის შესახებ სენატორებმა - რონ ჯონსონმა და კრის მერფიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადეს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე რონ ჯონსონმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და ევრაზიის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე კრის მერფიმ განსაკუთრებით აღნიშნეს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში, რეფორმების გზით მიაღწია. სენატორების შეფასებით, მისასალმებელია, რომ რუსეთის აგრესიის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის სტაბილური განვითარების გზა შეინარჩუნა. განსაკუთრებით გაესვა ხაზი კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ პროგრესს და უსაფრთხოების გაძლიერებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებშიც საქართველოა ჩართული. რონ ჯონსონმა და კრის მერფიმ ასევე განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნეს ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი, როგორც სამხედრო რეფორმების, ისე პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით. სენატორებმა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ საქართველოს აშშ-ში, “რესპუბლიკელებისა” და “დემოკრატების” ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)