20:00 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 16:51:37, 1557 ნახვა

საზოგადოება
„გახსენით კარი, დაგვაბრუნეთ სახლში!“ - კლუბ „ბასიანის“ ადმინისტრაცია 27 მაისს აქციას აანონსებს

„გახსენით დახურული კარი, დაგვაბრუნეთ სახლში“, - ამ მოთხოვნით 27 მაისს, 18:00 საათზე კლუბ „ბასიანის“ თანამშრომლები და მხარმდაჭერები, ევროპის მოედანზე, აქციის გამართვას გეგმავენ.

ამის შესახებ ინფორმაცია „ბასიანის“ „ფეისბუქ“ გვერდზეა ნათქვამი.

ადმინისტრაციის თქმით, თუ  კლუბი 1 ივნისამდე არ გაიხსნა. ფინანსური ზარალის გამო ის შესაძლოა დაიხუროს.

მათივე თქმით, კლუბის კარი მუდამ ღია იყო თავისუფლებისა და თანასწორობისთვის მებრძოლი ათასობით ადამიანისთვის.

„დატერორებული და დალუქული BASSIANI დღეს პოლიტიკური მძევალია. ჩვენ, სხვა კლუბებთან ერთად, სისტემის დარტყმის მთავარ სამიზნედ ვიქეცით. თვეზე მეტია გვაშანტაჟებენ, მიზანმიმართულად გვესხმიან თავს, დღემდე უცნობი სუბსტანციით ადამიანთა ინტოქსიკაციისა და ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტებზე ჩვენსკენ იშვერდნენ თითს, როდესაც პირველებმა გავუშვით საზოგადოებაში განგაშის სიგნალი.

დაარსების დღიდან, ჩვენი სფერო მხარს უჭერდა სოციალური ცვლილებებისთვის მებრძოლ სამოქალაქო მოძრაობებს, ხელს ვუწყობდით ჩაგრული ჯგუფების ემანსიპაციის პროცესს, სწორედ ამიტომ, 12 მაისის “შავი პარასკევის” საპოლიციო ტერორი, არ იყო ტერორი მხოლოდ საკლუბო სივრცეებზე, არამედ ყველა იმ ადამიანსა და ჯგუფზე, ვინც მხარში გვიდგას და ჩართულია უთანასწორობასთან ბრძოლაში.

27 მაისი სიმბოლური თარიღია, ბერლინის მემარცხენე კოლექტივები და 70-მდე გერმანული ღამის კლუბი დემონსტრაციითა და მასობრივი რეივით გააპროტესტებს მათთან არსებულ პრობლემებს.

შემოგვიერთდით, ჩვენთვის საამაყო თბილისის საკლუბო სცენა საფრთხეშია, BASSIANI / HOROOM-ის დასაბრუნებლად ვიკრიბებით იქ, სადაც დაიწყო ჩვენი იდეა - ევროპის მოედანზე.

დღეს ჩვენი ბრძოლა ნიშნავს, ბრძოლას სოციალური ცვლილებებისთვის!

გახსენით დახურული კარი, დაგვაბრუნეთ სახლში!”, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics