20:01 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 15:57:27, 1251 ნახვა

საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას II კვარტალში მრავალსართულიანი სახლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და დაფინანსების ახალი წესის ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას II კვარტალში, N28-ე ბ კორპუსის ბრტყელი სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ოკრიბა“ აწარმოებს. 

ადგილობრივი მცხოვრებლების განაცხადის საფუძველზე, პროექტით I, II და III სადარბაზოს გადახურვა განახლდება. პროექტის ღირებულება 14 999 ლარს შეადგენს. სამუშაოები ერთი კვირის განმავლობაში დასრულდება. 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის თანახმად, გამგეობა ამხანაგობებს საჭირო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სრულად, 100%-ით დაუფინანსებს. თავად ამხანაგობას კი, ეკისრება ვალდებულება, რომ დაფინანსებული სამუშაოების ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის თანხა შეაგროვოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს. 

დაფინანსების მისაღებად ასევე აუცილებელია, ამხანაგობა გამგეობაში აღრიცხვაზე იმყოფებოდეს, ჩაატაროს საერთო კრება, სადაც საერთო ქონების განვითარებისთვის საჭირო პრიორიტეტული სამუშაოების რიგითობა განისაზღვრება. 

საერთო კრების ოქმით, ამხანაგობა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სადანახარჯო შენატანების ოდენობას განსაზღვრავს, რომელიც ამხანაგობის ანგარიშზე განთავსდება. შენატანის ოდენობა გამგეობის მიერ დასაფინანსებელი პროექტის ღირებულების არანაკლებ 10%-ს უნდა შეადგენდეს. 

გარდა ამისა, ამხანაგობამ შენატანების განკარგვის პრიორიტეტებით ერთწლიანი სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაოს და შემდეგ, განცხადებით გამგეობას მიმართოს. გამგეობა კი, დაფინანსებას ტენდერის მეშვეობით განახორციელებს. 

ვაკის რაიონის გამგეობაში 1086 ამხანაგობაა რეგისტრირებული. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics