|
2018-05-22 15:54:58, 1328 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
22-23 მაისს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს და ბიომრავალფეროვნების კონვენციის ამოქმედების 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ბაღის ვიზიტორთა ცენტრში მეოთხე სამეცნიერო კონფერენცია „ბიომრავალფეროვნება და საქართველო“ გაიმართა. კონფერენციაზე მცენარეთა და ბუნებრივი ჰაბიტატების კვლევისა და კონსერვაციის, ბოტანიკურ ბაღებში კოლექციების მართვის საკითხები, ასევე, მცენარეთა ბიომრავალფეროვნების კვლევის სიახლეები და პრიორიტეტები განიხილეს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სამეცნიერო კვლევები, რომელთა საფუძველზე სამომავლოდ შემუშავდება რეკომენდაციები და სამოქმედო გეგმები მცენარეთა სხვადასხვა სახეობების შენარჩუნების მიზნით. კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს საქართველოს ბოტანიკური ბაღების, ბოტანიკის მიმართულებით მომუშავე სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციებისა და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების მეცნიერ-თანამშრომლებმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)