|
2018-05-22 12:31:23, 1297 ნახვა
ეკონომიკა
4-6 ივნისს საქართველო ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე ევროპულ დიალოგს - EuroDIG 2018-ს უმასპინძლებს
4-6 ივნისს თბილისში EuroDIG 2018 - „ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე“ გაიმართება. ფორუმის მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ღონისძიება სასტუმრო „რუმს“-ში ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 400-ზე მეტი სტუმარი ევროპის ქვეყნებიდან და ევროსტრუქტურებიდან, მათ შორის ევროკომისარი ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების საკითხებში მარია გაბრიელი, ევროპის პარლამენტის წევრი (პოლონეთის რესპუბლიკის გაციფროვნების ყოფილი მინისტრი) მიხალ ბონი, ევროპის სატელეკომუნიკაციო ქსელების ოპერატორთა ასოციაციის (ETNO) გენერალური დირექტორი ლის ფური, ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ვიცე პრეზიდენტი რაულ ეჩებერია და სხვა მაღალი დონის წარმომადგენლები. ამ მასშტაბის და მნიშვნელობის ინტერნეტ ფორუმის თბილისში ჩატარება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ საქართველოში ინტერნეტ მმართველობა სწორი მიმართულებით, ინტენსიურად ვითარდება, ინტერნეტი კი ღია და დაცულია. კერძოდ, საქართველოში ბოლო პერიოდში ინტერნეტ მმართველობის რამდენიმე წარმატებული ფორუმის (GeoIGF) ჩატარების შემდეგ, რომლებმაც დადებითი საერთაშორისო გამოხმაურება და შეფასება მიიღო, ევროპული დიალოგის ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე საორგანიზაციო კომიტეტმა რიგით მე-11 EuroDIG 2018-ის თბილისში ჩატარების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ ამ რანგის და მნიშვნელობის ინტერნეტ ფორუმი საქართველოში პირველად ტარდება, ამასთან, EuroDIG 2018-ის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ინტერნეტ საზოგადოებისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფორუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში, ხოლო მეორე შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში ტარდება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები როგორც სამთავრობო, ისე კერძო, აკადემიური და არასამთავრობო სექტორებიდან. ამასთან, ფორუმების მუშაობაში აქტიურად არიან ჩართულები საერთაშორისო ორგანიზაციები და ახალგაზრდები, ისინი ერთობლივად განიხილავენ ინტერნეტის განვითარების აქტუალურ საკითხებს, იმსჯელებენ ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე. ამასთან, ძირითად ღონისძიებას წინ უძღვის ახალგაზრდა თაობის დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე (YOUthDIG), რომელიც 2-4 ივნისს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში ჩატარდება. ღონისძიებაზე ახალგაზრდა თაობა განიხილავს და გამართვას დისკუსიებს ინტერნეტ მმართველობის ძირითად საკითხებზე, ასევე მათ მიეცემათ შესაძლებლობა, შეხვდნენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში დაფუძნებულ ქართულ სტარტაპებს. ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე - EuroDIG პლატფორმა რამდენიმე ორგანიზაციის, სამთავრობო წარმომადგენლებისა და ექსპერტების მიერ 2008 წელს შეიქმნა. EuroDIG-ის წლიური მუშაობის დასკვნით ფაზას წარმოადგენს EuroDIG-ის „გზავნილები“ და წინადადებები, რომლებიც წარედგინება გაეროს „ინტერნეტ მმართველობის ფორუმს“ (IGF).
(NS)
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)