|
2018-05-22 12:28:40, 1507 ნახვა
ეკონომიკა
ბილაინის მომხმარებელს დაფარვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაფიქსირება უკვე ონლაინაც შეუძლია
მობილურმა ოპერატორმა „ვიონი საქართველო“, ბილაინის მხარდაჭერის პლატფორმაზე https://support.beeline.ge, „ხარვეზებისა და რეკომენდაციების“ ბლოკის დამატების შესახებ განაცხადა. შედეგად, მომხმარებელს მარტივად შეუძლია ვებგვერდზე დააფიქსიროს ქსელის ხარვეზი როგორც ტიპის, ისე ტერიტორიის მიხედვით და პირდაპირ მიაწვდინოს ხმა კომპანიის შესაბამის თანამშრომლებს. რეკომენდაციის დაფიქსირების შემდეგ, მომხმარებელი მიიღებს შეტყობინებას ხარვეზის აღმოფხვრის სტატუსთან დაკავშირებით. ბილაინის მიზანია ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა ყველგან, სადაც ეს მომხმარებელს სჭირდება. ბილაინის მხარდაჭერის პლატფორმის მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია დასვას მისთვის საინტერესო კითხვა და უმოკლეს დროში მიიღოს პასუხი პლატფორმაზე გაწევრიანებული ბილაინის სხვა მომხმარებლებისგან. ამასთან, გაწეული დახმარებისთვის, მომხმარებლები იღებენ ქულებს, რომელთა გადაცვლაც შეუძლიათ ვებგვერდზევე, ბილაინის სხვადასხვა პაკეტსა და მომსახურებაზე. პლატფორმაზე ასევე განთავსებულია ინტერნეტპარამეტრების გაწერისთვის საჭირო მონაცემები და სხვადასხვა მომსახურების გასააქტიურებელი კომბინაციები. პლატფორმა შეგიძლიათ იხილოთ: https://support.beeline.ge
(NS)
კრემლმაCIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გამოსცადა ბირთვული რაკეტა, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია
თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს, დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე
იაკობ იაკობაშვილი რომელიც ეპისკოპოსია ოპოზიციას და ოპოზიციურად განწყობილ ხალხს ემუქრება
არქიმანდრიტი დოროთე- ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)