19:59 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 11:36:22, 1157 ნახვა

საზოგადოება
თიბისი გალერეაში ნიკოლას ილინის წიგნის „Memories of Tiflis“ პრეზენტაცია გაიმართა

თიბისი გალერეაში ერმიტაჟის მუზეუმის გენერალური დირექტორის მრჩევლის - ნიკოლას ვ. ილინის წიგნის „Memories of Tiflis" პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია თბილისის თანამედროვე ხელოვნების პირველი საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში ჩატარდა, რომლის ოფიციალური მხარდამჭერი თიბისი სტატუსია.

წიგნში თავმოყრილია ინგლისურ ენაზე ნათარგმნი ლევან ჭოღოშვილის, ნანა ყიფიანის, გიორგი გერსამიას, თამაზ გერსამიას, გიორგი კალანდიას, აკა მორჩილაძის, ლევან ცეცხლაძისა და დონალდ რეიფილდის ესეები და ჩანაწერები, ასევე ფოტოები სხვადასხვა მუზეუმებისა და კერძო კოლექციებიდან,  რომლებიც მეოცე საუკუნის დასაწყისის თბილისის არქიტექტურას, ხელოვნებას, მუსიკას, ფოლკლორს, ლიტერატურასა და ფოტოგრაფიას ასახავს.

ნიკოლას ილინისა და თბილისის ურთიერთობა 1965 წელს დაიწყო, როდესაც გერმანიაში ვიზიტით ჩამოსულმა ქართველმა ექიმმა მას „ვეფხისტყაოსანი" აჩუქა. მოგვიანებით რეჟისორები - ოთარ იოსელიანი, გიორგი დანელია და ლანა ღოღობერიძე გაიცნო, ფარაჯანოვის რამდენიმე ფილმი ნახა  და ქართული კულტურით მოიხიბლა. თბილისს პირველად 2008 წელს მეგობრების ქორწილისთვის ესტუმრა.

ქალაქის ისტორიით, არქიტექტურით, კულტურითა და ხალხით შთაგონებულმა ნიკოლას ილინმა თბილისური ამბების ერთ წიგნად შეკრება გადაწყვიტა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ქალაქს რამდენიმეჯერ ეწვია და წიგნისთვის ძველი ღია ბარათები შეაგროვა. ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები - ირინე პოპიაშვილი, დავით ლორთქიფანიძე, ლიკა მამაცაშვილი, თამილა ცაგარეიშვილი, ზურაბ და ვასილ წერეთელები თბილისური ქრონიკების შეკრებაში დაეხმარნენ. წიგნში აქცენტი 1870-1920 წლების თბილისზეა გაკეთებული.

ნიკოლას ილინის ავტორობითა და რედაქტორობით ასევე გამოცემულია „მოგონებები ბაქოს შესახებ" და „რუსეთის საგანძურის გაყიდვა". მან ასევე შექმნა 30 წუთიანი დოკუმენტური ფილმი იოსიფ ბროდსკის შესახებ. ნიკოლას ილინს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ისეთი სამუზეუმო პროექტების შექმნასა და განხორციელებაში, როგორებიცაა ბილბაოს გუგენჰაიმი, ბერლინის გუგენჰაიმი, გუგენჰაიმის ერმიტაჟის მუზეუმი ლას ვეგასში და ასევე აბუ-დაბის გუგენჰაიმი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics