|
2015-05-26 15:30:47, 398 ნახვა
საზოგადოება
26 მაისთან დაკავშირებით, ზუგდიდის გამგეობამ ენგურის ხიდზე სამშვიდობო მარში და კონცერტი გამართა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ზუგდიდში რუხის ადმინისტრაციული ერთეულიდან დაიწყო. მუნიციპალიტეტის გამგეობამ ენგურის ხიდზე სამშვიდობო მარში და კონცერტი გამართა. ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანია, კულტურის სამსახურის უფროსი მაია ჩიტაია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამ დღესთან დაკავშირებით ანსამბლმა „ოდოია“–მ ქართულ – აფხაზური ხალური სიმღერები შეასრულა ხოლო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იმედი“–მა ენგურის ხიდზე სიმბოლურად აფხაზური ცეკვა დადგა. ღონისძიების დასასრულს ტრადიციულად ცაში მშვიდობის მტრედები და ბუშტები გაუშვეს. 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს. 1917 წლის რუსეთში მომხდარ ბურჟუაზიულ რევოლუციას მონარქიის დამხობა და იმპერიის დაშლა მოჰყვა. საქართველოში ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული საბჭო, რომელიც, ფაქტობრივად, ქვეყანას მართავდა. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)