|
2018-05-21 19:26:08, 1983 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი: სტერეოტიპი, რომ „ოტო“ ეს არის რაღაც ინსტრუმენტი, რომლითაც მოსახლეობას უსმენენ, არასწორია
პარლამენტის ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს ეწვია. ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე სააგენტოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს გაეცნო.ირაკლი სესიაშვილს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს უფროსმა კობა კობიძემ მიაწოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ „დღეს უკვე ჩვენ ვახდენთ ნდობის ჯგუფის კანონის შესაბამისად განსაზღვრულ უფლება-მოსილებების ფარგლებში ამ უწყების საქმიანობის შემოწმებას. დღეს მქონდა საშუალება, რომ გავცნობოდი როგორც უწყების საქმიანობას და მის სპეციფიკას, ასევე იმ ტექნიკურ შესაძლებლობებს და გამოწვევებს, რაც ამ უწყების წინაშე არსებობს. მე შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადად ის სტერეოტიპი, რაც არის დამკვიდრებული, რომ „ოტო“ ეს არის რაღაცა ინსტრუმენტი, რომლითაც მოსახლეობას უსმენენ, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, იმიტომ რომ ხდება ძალიან მკაცრად იმ კანონმდებლობის დაცვა, რაც გულისხმობს, რომ შესაძლებელია ტექნიკური შესაძლებლობების გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არის სასამართლოს განჩინება. ეს ერთი. მეორე - ამ სააგენტოს აქვს ძალიან სერიოზული შესაძლებლობები, რათა მოხდეს საინფორმაციო-ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარება, რაც ქვეყანას სჭირდება და ეს არის ის ძირითადი სერვისი, რომლითაც სარგებლობს ფაქტობრივად ყველა სახელმწიფო უწყება, ასევე კერძო სექტორი, რაც საერთო ჯამში ხმარდება და ემსახურება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზეა დამოკიდებული როგორც ქვეყნის განვითარება, ისე ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, ინვესტიციები, ტურიზმი და ასე შემდეგ. ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს პირველი ვიზიტი, ეს შემოწმება, და თავისთავად ცხადია ჩემს შემდეგაც კოლეგებს მიეცემათ საშუალება, რომ ამ სისტემის საქმიანობაში, მის სპეციფიკაში გაერკვნენ“,- განაცხადა სესიაშვილმა. "საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, ნდობის ჯგუფს სააგენტოს შემოწმების უფლებამოსილება აქვს. ნდობის ჯგუფი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სააგენტოს საქმიანობის შემოწმების შესახებ. სააგენტოს საქმიანობის შემოწმების მიზნით ნდობის ჯგუფი ერთ წევრს არჩევს. ნდობის ჯგუფი უფლებამოსილია სააგენტოს წარუდგინოს რეკომენდაციები სააგენტოს საქმიანობის დახვეწის თაობაზე. გარდა ამისა, კანონის მიხედვით, სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ნდობის ჯგუფს ყოველწლიურად წარუდგენს მის მიერ გაწეული საქმიანობის სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს. კანონის შესაბამისად, ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ ნდობის ჯგუფს საქმიანობის 2017 წლის ანგარიში უკვე წარუდგინა.
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)