23:54 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-21 19:15:15, 1675 ნახვა

პოლიტიკა
პომპეომ: აშშ მოუთმენლად ელის დღეს, როდესაც საქართველოს ნატო-ს წევრი გახდება

„შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის დღეს, როდესაც საქართველო ალიანსის წევრი გახდება“, -  ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აშშ ეყრდნობა სტაბილურ პარტნიორებს საერთო უსაფრთხოებისა და ინტერესების დასაცავად და საქართველო ერთ-ერთია ასეთ პარტნიორებს შორის.

„საქართველოს როგორც ნატოს არაწევრ ქვეყანას უდიდესი წვლილი შეაქვს ავღანეთის მისიაში. 32 ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას ამ ქვეყანაში. ჩვენ პატივს მივაგებთ ამ დანაკარგს და მადლობას ვუხდით საქართველოს ამ, ერთობლივი და მნიშვნელოვანი მისიის მხარდაჭერისთვის. 2016 და 2017 წლის საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა დაადასტურა ევროატლანტიკური არჩევანი, მათ შორის საქართველოს ნატოში სამომავლო წევრობაც. ჩვენი გადაწყვეტილება უცვლელია. პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს ბუქარესტის დეკლარაციას. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის დღეს, როდესაც საქართველო ალიანსის წევრი გახდება.

ვიცით რომ ღია საზოგადოება და ძლიერი ეკონომიკა ერთად საქართველოს უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი საფუძველია. კანონის უზენაესობის დაცვა დამოუკიდებელ სასამართლოსთან, ანგარიშვალდებულ მთავრობასთან და დაცულ პლურალიზმთან ერთად დემოკრატიული და ეკონომიკური წინსლვისთვის არსებითია. საქართველოში დემოკრატია რომ უფრო მყარი გახდეს, შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს შექმნას შესაძლებლობა, რომ ყველა ხმა იყოს მოსმენილი პოლიტიკაში, მედიაში, რომ გააძლიეროს ძალაუფლების გადანაწილება და კონტროლი სამთავრობო ინსტიტუტებში“,- აღნიშნა პომპეომ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics