|
2018-05-21 19:10:29, 1539 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი კოვზანაძე: 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემები ადასტურებს, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა სწორი მიმართულებით ხორციელდება
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა დაასრულა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის, განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალია, ვიდრე მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტით იყო დაგეგმილი. „ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 5%-ს გადააჭარბა, ინფლაცია კი მიზნობრივ ნიშნულზე ქვევითაა და შეადგენს 2,8%-ს, რაც მისასალმებელია. რაც შეეხება ბიუჯეტის შესრულებას, ნაერთი ბიუჯეტის შესრულების დადებითი მაჩვენებელი გვაქვს, როგორც შემოსულობების, ისე ხარჯვით ნაწილში. კერძოდ, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების შესრულების მაჩვენებელია 104,4% და დამატებით მობილიზებულია 102 მლნ ლარი, ხოლო ხარჯვით ნაწილში მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაწეული ხარჯების ათვისება, რომელიც 87,7 მლნ ლარით მეტია, ვიდრე წინა წლის პირველ კვარტალში. ამავე დროს, სახელმწიფო ბიუჯეტში ჯამური ხარჯვითი ნაწილის შესრულება 93,9 %-ია, რაც საერთაშორისო დონეზე ბიუჯეტის ნამდვილად კარგ შესრულებად ითვლება“, -განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. ირაკლი კოვზანაძემ, თავის მხრივ დადებითად შეაფასა ფინანსთა სამინისტროს წარმოდგენილი მონაცემები სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, წინასწარი მონაცემებით, ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა 213 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდა, თუმცა, შემდეგ ეს ციფრი დაზუსტდა და 221 მლნ ლარით განისაზღვრა. ამასთანავე, მისი თქმით, საგადასახადო შემოსავლების კუთხით, სახელმწიფო ბიუჯეტში, დამატებით მობილიზდა 144 მლნ ლარი. „საქართველოს ეკონომიკაში ყველა მიმართულებით პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება- მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გაცილებით მაღალია, ვიდრე 2018 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებდა, ბოლო 2 წელიწადია, ექსპორტი იმპორტთან შედარებით, წინმსწრები ტემპით იზრდება, შემოსავლები ტურიზმიდან ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. სახელმწიფო ბიუჯეტის ის ნაწილი, რომელიც დღეს კომიტეტმა განიხილა, მიუთითებს, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა სწორი მიმართულებით ხორციელდება “, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)