23:54 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-21 17:31:14, 1406 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: როდესაც სახელმწიფო ძალადობის უფლებას აძლევს რომელიმე ჯგუფს, მისი ლეგიტიმაცია სუსტდება

„ნებისმიერი ძალადობა ან ძალადობისკენ მოწოდება უნდა იქნას აღკვეთილი სახელმწიფოს მიერ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

სტუდენტებმა მას ჰკითხეს, რამდენად წარმოადგენენ ნეოფაშისტური ჯგუფები საფრთხეს და არიან თუ არა ისინი მართული ზემდგომი ძალებისგან.

„თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეს აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება და ამ აზრის გამოხატვის თავისუფლებას იცავს სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ ეს აზრი შესაძლოა იყოს პროგრესული ან რეგრესულია, ყველა მოქალაქეს აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება, ნებისმიერი ძალადობა და ძალადობისკენ მოწოდება უმკაცრესად უნდა იქნას აღკვეთილი სახელმწიფოს მიერ. იმ მომენტში, როდესაც სახელმწიფო ამ თემებს უყურადრებოდ ტოვებს, როდესაც სახელმწიფო ძალადობის უფლებას აძლევს რომელიმე ჯგუფს, იმ მომენტში სუსტდება სახელმწიფოს ლეგიტიმაცია, ამიტომ ეს უნდა გვქონდეს ძალიან ზუსტად გააზრებული, ლეგიტიმური ძალადობის უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფოს,  ნებისმიერი, ვინც განაცხადებს პრეტენზიას ძალადობაზე და ეს არ იქნება  აღკვეთილი, იმ მომენტში სუსტდება ჩვენი სახელმწიფო“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics