16:57 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-21 17:13:49, 1173 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლო, მხოლოდ სამართლებრივად, მხარეთა არგუმენტებზე დაყრდნობით გადაწყვეტს ამ საქმეს

სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“. ზეპირი მოსმენა მიმდინარე წლის 23 მაისსაა ჩანიშნული.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლო ცივი გონებით, მხოლოდ სამართლებრივად, მხარეთა არგუმენტებზე დაყრდნობით  გადაწყვეტს ამ საქმეს

„მიუხედავად იმისა, თუ როგორი უნდა იყოს დღევანდელი ურთიერთობები რუსეთისა და  ევროპის საბჭოსი, რომლის ნაწილია სტრასბურგის სასამართლო,   მათ შორის, მწვავე ურთიერთობები ფინანსურ თემებზე, სტრასბურგის სასამართლო, როგორც ყოველთვის,  ცივი გონებით, მხოლოდ სამართლებრივად, მხარეთა არგუმენტებზე დაყრდნობით  გადაწყვეტს ამ საქმეს. ამისათვის დააფუძნეს ის ევროპელმა მამებმა თავის დროზე. დღეს აბსოლუტურად მშვიდად ვართ იმ გაგებით, რომ მაქსიმუმის მაქსიმუმი გაკეთდა და მთავარია, ახლა დაველოდოთ, თვითონ სხდომაზე როგორ გამოვა ქართული მხარე. სხდომაც არ არის მარტივი. მხარეები ღელავენ ყველა სასამართლო პროცესის წინ. ეს ბუნებრივია. საინტერესოა, რას გვიპასუხებს რუსეთი, რა აქვს მას კიდევ სათქმელი. შემდეგ უკვე ყველა ერთად დაველოდებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც,  მე კიდევ ერთხელ ვამბობ, დიდი იმედი მაქვს, არ გაჭიანურდება დროში; იმიტომ, რომ პირველი სახელმწიფოთაშორისი დავა 2006 წლის მოვლენებზე, როდესაც ეთნიკური ნიშნით ქართველები რუსეთიდან გამოაძევეს, კოლექტიური გამოძიებების ღონისძიებების ფორმით ეს დავა ჩვენ არსებითად მოვიგეთ  რუსეთის წინააღმდეგ. მაგრამ მაშინ სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ  კომპენსაციის საკითხს განიხილავდა მოგვიანებით. მას შემდგე გავიდა 3 წელზე მეტი  და დღემდე ჩვენ სტრასბურგის სასამართლოსგან არ გვაქვს კომპენსაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, რომ ამ დავაზე, როდესაც 23 მაისის სხდომა ჩატარდება. გადაწყვეტილებას უფრო ადრე მივიღებთ, ვიდრე სამი წელია,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი ხელმძღვანელობს.

 

(NS)

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics