19:20 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-19 14:36:16, 357 ნახვა

პოლიტიკა
„მწვანე კვირეულში" აფხაზეთის მონაწილეობის გამო ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადეს

ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენა „მწვანე კვირეულის“ ორგანიზატორები დღეს საქართველოს სტენდს ეწვივნენ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, გამოფენის ორგანიზატორები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას, მის პირველ მოადგილეს ნოდარ კერესელიძეს და საქართველოს სრულუფლებიან და საგანგებო ელჩ ლადო პაპავას შეხვდნენ.

გამოფენის ორგანიზატორმა ლარს იეგერმა შექმნილი უხერხულობის გამო ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადა.

„მინდა დარწმუნებულები იყოთ, რომ ეს ჩვენს პოლიტიკურ გზავნილს არ წარმოადგენს -  ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ აფხაზეთი საქართველოს რეგიონია და სხვა არაფერი. სწორედ ამიტომ მინდა ძლიან დიდი ბოდიში მოგიხადოთ იმ გაუგებრობის გამო, რომელიც გაგვეპარა. გთხოვთ, ამას გაგებით მოეკიდოთ ჩვენთვის ეს ჩვეული სიტუაციაა -  ხშირად წარმოვადგენთ რეგიონებს ქვეყნის ძირითადი სტენდის მიღმაც. ის აჟოტაჟი, რომელიც ჩვენი მიზეზით ატყდა მომავალში ჩვენივე ძალისხმევით გამოსწორდება. ასე, რომ „მწვანე კვირეულის“ განწყობა კვალავ მშვიდობიანია და ჩვენ საქართველოს მონაწილეობით დიდ მომავალს ვხედავთ“, - განაცხადა ლარს იეგერმა.

როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციაში ლადო ჭანტურია აცხადებს, კერძო კომპანიამ გამოფენის  სტენდის დაქირავების პირობები დაარღვია და გაუგებრობა უკვე აღმოფხვრილია.

ცნობისთვის, 16-25 იანვარს გერმანიაში, ქ. ბერლინში იმართება სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა „მწვანე კვირეული“, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის პოპულარიზაციის თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია  ქართულ დელეგაციასთან ერთად ბერლინის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა "მწვანე კვირეულს" ესწრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics