19:59 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-21 11:52:12, 1552 ნახვა

საზოგადოება
საქსტატი: 2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 0.1%-ით შემცირდა და 13.9% შეადგინა

ბოლო რვა წლის განმავლობაში, საქართველოში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება, - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ავრცელებს.

საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 65.8 პროცენტი შეადგინა. 2016 წელთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ისე დასაქმების დონე, შესაბამისად 0.5 და 0.4 პროცენტული პუნქტით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წელთან შედარებით შემცირებულია 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია 0.8 პროცენტული პუნქტით.

მონაცემების მიხედვით, ეკონომიკური აქტიურობის დონე წინა წელთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. დასაქმებულთა უმრავლესობას თვითდასაქმებულები წარმოადგენენ, თუმცა ბოლო ოთხი  წლის განმავლობაში კლების ტენდენცია ფიქსირდება. 2017 წელს თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულებში 51.7 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა წელთან შედარებით.

„უმუშევრობის დონე რეგიონულ ჭრილში წინა წლებთან შედარებით  გაზრდილია ქ.თბილისის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში. ქ. თბილისში, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია, აღნიშნული მაჩვენებელი 1.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, იმერეთის რეგიონში - 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო შიდა ქართლის და ქვემო ქართლის რეგიონებში - შესაბამისად 2.0 და 3.5 პროცენტული პუნქტით. უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია აჭარის ა.რ-ში და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, შესაბამისად 5.8 და 3.4 პროცენტული პუნქტით“,-ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.

 

თამარ ლომაშვილი





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics