|
2018-05-21 11:14:16, 8334 ნახვა
კულტურა
თიბისი სტატუსის მხარდაჭერით Tbilisi Art Fair ჩატარდა
თბილისის პირველი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა „ექსპო ჯორჯიას" ორგანიზებითა და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით ჩატარდა. ოთხ დღიანმა გამოფენა-გაყიდვამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოცდახუთზე მეტი გალერეა და ოცდათხუთმეტამდე დამოუკიდებელი ხელოვანი გააერთიანა. ბაზრობის მონაწილეები სპეციალურად მოწვეული ექსპერტების ჯგუფმა შეარჩია. TAF-ის საბჭო ისეთი პროფესიონალებით იყო დაკომპლექტებული, როგორებიც არიან: რიტა იანსენი - ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის (Bozar) მრჩეველი ახლო აღმოსავლეთში კულტურის საერთაშორისო თანამშრომლობის დარგში და ნიკოლას ბ. ილინი - გუგენჰაიმის სამუზეუმო პროექტების შემქმნელი ბერლინში, ბილბაოსა და ლას ვეგასში. Tbilisi Art Fair-ის საგამოფენო სივრცე ორ ძირითად ნაწილად იყო გაყოფილი. მთავარმა დარბაზმა ადგილობრივ და საერთაშორისო გალერეებს უმასპინძლა, ხოლო 'სახელოსნოს' სპეციფიკურმა ფორმატმა - The Hive თიბისი სტატუსის პარტნიორობით დამწყებ და საგალერეო რეპრეზენტაციის გარეშე არსებულ ხელოვანებს ნამუშევრების გამოფენის საშულება მისცა. გალერეების სექციაში თიბისი არტ გალერეამ გურამ თიკანაძისა და რობერტ კაპას ფოტოგამოფენა წარმოადგინა. საგამოფენო სივრცეში კაპას 11 ნამუშევარი სერიიდან „მოგზაურობა საქართველოში, 1947" და თიკანაძის 50-იანი წლების საქართველოს ამსახველი 25 ნამუშევარი იყო გამოფენილი. ბაზრობის ფარგლებში გამოფენების გარდა ლექციები, მასტერკლასები, ღია ფორუმები და ასევე, პარალელური ღონისძიებები ჩატარდა. თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობას ყოველწლიური სახე მიეცემა და მისი მიზანია ხელი შეუწყოს კავშირების დამყარებას და გააძლიეროს პარტნიორობა ადგილობრივ და საერთაშორისო სახელოვნებო დაწესებულებებს შორის. TAF-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს - www.tbilisiartfair.art
(R)
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
შსს: მესტიაში დამატებით 17 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ - 3 დღეში ჯამში ამოღებულია 212
უკრაინულმა დრონებმა პეტერბურგი დაბომბეს, დააზიანეს წყალქვეშა იარაღის წარმოების მთავარი ინსტიტუტი
NBC News: პენტაგონმა ისრაელის მხრიდან კონტრდაზვერვის საფრთხის დონე უმაღლესამდე გაზარდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)