|
2018-05-21 10:45:47, 1414 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ამერიკელი ღვინის იმპორტიორების ჯგუფი ეწვია
საქართველოს ამერიკელი ღვინის იმპორტიორების ჯგუფი ეწვია, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია ,,Marq Energie Consulting''-ის დამფუძნებელ ჯული პეტერსონის ხელმძღვანელობით. იმპორტიორებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია (Speed Tasting) წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო 25 მწარმოებლის ღვინოები. შემდგომ დღეებში იმპორტიორები ეწვიენ დეგუსტაციის შედეგად შერჩეულ ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და მცირე მარნებს კახეთში. ათბილისში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმში ასევე შეხვდნენ მეწარმეებს, სადაც საუბარო შეეხო აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდისა და დამკვიდრების გზებსა და შესაძლებლობებს. ტურის ფარგლებში სტუმრები თბილისში დაესწრნენ „ახალი ღვინის ფესტივალს" და ბუნებრივი ღვინოების ფესტივალს "Zero Compromise". ჯული პეტერსონს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ანდრო ასლანიშვილი შეხვდა, სადაც განხილული იყო ქართული ღვინის ექსპორტის პერსპექტივები აშშ-ს ბაზარზე. გასულ წლებში აშშ გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი და მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი. ღვინის მოხმარების ბაზრის კვლევების თანახმად, აშშ-ში წლის განმავლობაში 3 მლრდ. ლიტრზე მეტი ღვინო მოიხმარება, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომლობით, ქართული ღვინის ექსპორტი იყოს მზარდი აშშ-ს ბაზარზე. 2018 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 106 ათასამდე ბოთლი, რაც 4%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
(NS)
კრემლმაCIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გამოსცადა ბირთვული რაკეტა, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია
თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს, დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე
იაკობ იაკობაშვილი რომელიც ეპისკოპოსია ოპოზიციას და ოპოზიციურად განწყობილ ხალხს ემუქრება
არქიმანდრიტი დოროთე- ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)