|
2018-05-19 16:53:02, 1999 ნახვა
საზოგადოება
არასამთავრობოები საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებენ, კობა ლურსმანაშვილის ჰომოფობიურ განცხადებას გაემიჯნოს
სამოქალაქო პლატფორმაში „არა-ფობიას!“ შემავალი ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის წევრის, კობა ლურსმანაშვილის ჰომოფობიურ განცხადებას ეხმაურებიან. ისინი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მოუწოდებენ, ლურსმანაშვილის განცხადებას გაემიჯნონ და პარტიის წევრების მიერ სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის კუთხით შესაბამისი ნაბიჯები გადადგან. „უაღრესად შემაშფოთებელია საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, კობა ლურსმანაშვილის მიერ ჰოფომობიური განცხადების გაკეთება, რომელიც უფრო მეტად ამწვავებს ბოლო დროს გაძლიერებულ აგრესიასა და აღვივებს სიძულვილს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მიმართ. საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა: "მაგრამ, როგორც მოქალაქე, მე ვითხოვ, კატეგორიულად იყოს დაცული საზოგადოების ინტერესები, იმ საზოგადოების, რომლის ინტერესებიც ხშირად ხდება სხვების მიერ ფეხქვეშ გათელილი სწორედაც ნარკომანების, ნარკორეალიზატორების და პიდარასტების მიერ" გარდა იმისა, რომ კობა ლურსმანაშვილი იყენებს სიძულვილის ენას, ამავდროულად იგი ვითარებას წარმოაჩენს იმდაგვარად, თითქოს სწორედ უმცირესობის ჯგუფების ხელშია ძალაუფლება და დაცვას საზოგადოების უმრავლესობა საჭიროებს. აღნიშნული ჯგუფების (ნარკოდამოკიდებული პირების, ნარკორეალიზატორების და განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირების) ერთობლივად დასახელებით კი იგი ამკვიდრებს სტერეოტიპს თითქოს ისინი ურთიერთდაკავშირებული და იდენტური პირები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ დებატებში გამოხატვის თავისუფლება ყველაზე მაღალი ხარისხით არის დაცული, იგი ამავდროულად გაცილებით მაღალ მოთხოვნებს და პასუხისმგებლობას უწესებს პოლიტიკოსებს საჯარო განცხადებების გაკეთების დროს. მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას გაემიჯნოს კობა ლურსმანაშვილის განცხადებას და გადადგას ნაბიჯები პარტიის წევრების მიერ სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის კუთხით. ამასთან, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ მანდატს და სტატუსს, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამებისგან და ნაცვლად საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის სიძულვილისა და შუღლის გაღვივებისა, ქვეყანაში კანონმდებლობის დახვეწაზე, მთავრობის საქმიანობის კონტროლსა და მათზე დაკისრებულ სხვა ფუნქციების განხორციელებაზე, მათ შორის უმცირესობათა უფლებების დაცვაზე იზრუნონ“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD); საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო (TI); თანასწორობის მოძრაობა; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)