|
2018-05-19 12:59:39, 1560 ნახვა
საზოგადოება
ევროპელი სპეციალისტები ქართველი ექიმებისთვის კოლპოსკოპიის გაღრმავებულ კურსს ატარებენ
ეროვნული სკრინინგ ცენტრის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისში ორდღიანი ტრენინგი - „კოლპოსკოპიის გაღრმავებული კურსი“ (Advance Colposcopy Course) დაიწყო. ტრენინგი ეროვნული სკრინინგ ცენტრის, ევროპის კოლპოსკოპიის ფედერაციისა (EFC) და საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საზოგადოების ორგანიზებით საქართველოში პირველად ტარდება და მას ქართველი მეან-გინეკოლოგები, რეპროდუქტოლოგები და ონკო-გინეკოლოგები, ასევე, სკრინინგულ პროგრამაში მომუშავე ექიმები გაივლიან. სატრენინგო კურსს ევროპის კოლპოსკოპიის ფედერაციის მოწვეული ექსპერტები ფინეთიდან, ავსტრიიდან, ინგლისიდან და ლატვიიდან, ამ სფეროში მოღვაწე ქართველ პროფესიონალებთან ერთად ჩაატარებენ. სატრენინგო კურსის გახსნაზე მის შინაარსზე და ევროპულ გამოცდილებაზე ისაუბრეს ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა მარინა დარახველიძემ, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ჯანდაცვის პროგრამების განყოფილების უფროსმა ნათია ვერძაძემ და საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარემ თამარ ალიბეგაშვილმა. “როგორც მოგეხსენებათ, ეროვნული სკრინინგ ცენტრი წელს იუბილარია და დაარსებიდან უკვე 10 წელს ითვლის. ამ წლების განმავლობაში ცენტრი ორიენტირებული იყო მაღალხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებაზე და მუდმივად ზრუნავდა სპეციალისტების უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე. შემთხვევითი არ არის, რომ საიუბილეო წელს ცენტრი სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებით ხვდება. სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან მაღალხარისხიანი სერვისების მიწოდება და სამედიცინო პერსონალის პროფესიული გადამზადება წარმოადგენს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის პრიორიტეტსაც, შესაბამისად, დღეს ჩვენს გვერდით არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები“, - განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ ტრენინგის გახსნაზე. კურსის მიზანია ქართველი ექიმებისათვის ამ მიმართულებით თანამედროვე ევროპული სტანდარტების გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს მათი პროფესიული ცოდნის ამაღლებას. კურსის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მიდგომები და ტენდენციები, კოლპოსკოპიური კვლევის თანამედროვე ტექნოლოგიები და ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა, ასევე, ტრენინგის მონაწილეები სხვადასხვა კლინიკურ შემთხვევებს განიხილავენ.
(NS)
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)