14:48 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-19 11:15:04, 1454 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარმა დევნილი ოჯახებისთვის დაფინანსებული მცირე საწარმოები მოინახულა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მესტიის მუნიციპალიტეტში დევნილი ოჯახებისთვის დაფინანსებული მცირე საწარმოები მოინახულა.

დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა სახელმწიფოსა და დევნილთა სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს.  სწორედ ამ მიზნით, ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, მცირე მეწარმეობის დასაწყებად ან განსავითარებლად,  საქართველოს მასშტაბით, გრანტი 1000 დევნილ ოჯახს გადაეცა, მათ შორის 16 პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა.

სოზარ სუბარი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში მცხოვრებ შამილ ხორგუანს  ესტუმრა. შამილ ხორგუანმა გრანტის საშუალებით,  მიწის დასამუშავებლად მოტობლოკი შეიძინა, რაც დევნილი ოჯახის შემოსავლის წყაროდ იქცა.

მცირე მეწარმეების დაფინანსების პარალელურად, სამინისტროსთან არსებული საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო „დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამასაც“ ახორციელებს.  სააგენტომ პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ 49 დევნილს თვითდასაქმებისთვის საჭირო ხელსაწყოები უკვე შეუსყიდა.

პროგრამის ფარგლებში, სააგენტომ აფხაზეთიდან დევნილ ავთანდილ ცაავას კარ-ფანჯრის დამზადებისა და დამონტაჟებისთვის საჭირო ხელსაწყოები გადასცა. დღეს, ავთანდაილ ცაავას საკუთარი მცირე ბიზნესი აქვს და 6 ადამიანი ყავს დასაქმებული. 

დევნილთა და განსახლების მინისტრმა მესტიის მუნიციპალიტეტში განახლებული საბავშვო ბაღებიც დაათვალიერა, რომელთა   აღსაზრდელების 50%-ზე მეტს დევნილი ბავშვები შეადგენენ.  

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 48 საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და აღიჭურვა. მათ შორის, 10 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმის პოლიტპატიმარმა ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა
ენმ ითხოვს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აზარტული თამაშები აეკრძალოთ
GM PHARMA-მ საერთაშორისო GMP აუდიტი წარმატებით გაიარა
თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics