16:59 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 22:07:25, 1811 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე: „ქლაბერი“ ვიყავი სხვათაშორის, დისკო კლუბებშიც დავდიოდი და „ბიტლომანი“ ვიყავი, დიდი თმებით

„სტუდენტობის პერიოდში „ქლაბერი“ ვიყავი სხვათაშორის, დისკო კლუბებში დავდიოდი და „ბიტლომანი“ ვიყავი, დიდი თმებით“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ოთარ ჩრდილელის საპასუხოდ განაცხადა.

მან შს მინისტრი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ დღევანდელ  მოხსენებაზე გახარია გამოვიდა არა როგოც ვიცე-პრემიერი არამედ, როგორც „პოლიცმეისტერი“.

„დღეს ჩვენ მოვისმინეთ მოხსენება და დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენს წინაშე გამოდიოდა არა მთავრობის ვიცე-პრემიერი, რომელიც წარმოადგენს მთელს მთავრობას და პასუხისმგებელია ძალოვანი ბლოკის საქმიანობაზე, არამედ - პოლიცმეისტერი, რომელიც ამაყობს მის მიერ ჩატარებული ერთი პატარა დაშორიშორების ოპერაციით. როგორც იტყვიან ხოლმე, აქციისა და კონტაქციის მონაწილეებს შორის. არავითარი კონტრაქცია იქ არ იყო, ერთ მხარეს იყო ნათელი ახალგაზრდობა და მეორე მხარეს, ბნელი ნეოფაშისტები და ნუ ათანაბრებთ ამ აქციებს ერთმანეთთან.

როგორც პარლამენტიდან გაისმოდა ხოლმე - რომან გოცირიძე "ქლაბერი" ხომ არ არის ვიყავი სხვათაშორის, დისკო კლუბებში დავდიოდი და "ბიტლომანი" ვიყავი, დიდი თმებით, სტუდენტობის პერიოდში. თურმე ძალიან ცუდი რამე ყოფილა „ქლაბერობა“. გამოვლინდა დღევანდელი ხელისუფლების ყველა სისუსტე და დანაშაული. ეს იყო ძალადობა. სად არის ძალადობის წყარო? - ძალადობის წყარო არის დღევანდელ ხელისუფლებაში. ძალადობის წყარო არის დღევანდელ პოლიტიკაში. ძალადობის წყარო არის დღევანდელ იდეოლოგიაში, რომელიც აქ იქმნებოდა და მათ შორის კონსტიტუციის მიღების დროს, როდესაც ქორწინების საკითხი და კიდევ ბევრი რამ ჩაწერეთ, როდესაც ვენეციის კომისიამ გაიძულათ, რომ მეორე დღესვე შეგეცვალათ კონსტიტუცია, სადაც რელიგიური საკითხები გარკვეული დამახინჯებული ფორმით გქონდათ. ძალადობის წყარო ხართ თქვენ, რომლებიც იღებთ კვიციანის მიერ წარმოდგენილ „რელიგიური გრძნობების შესახებ კანონპროექტს“ და განათლების თუ კულტურის კომიტეტი ერთსულოვნად უჭერს მას მხარს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics