|
2018-05-18 21:33:19, 2375 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ჟენევის ფორმატის დონის აწევის შემთხვევაში, შესაძლებელია მნიშვნელოვან საკითხებზე გარღვევის მოხდენა
„ვფიქრობ, ჟენევის ფორმატის დონის აწევის შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორების ჩართულობით იქ შესაძლებელია ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გარღვევის მოხდენა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რას ფიქრობს პრემიერი საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრაზე. „ჟენევის ფორმატი გამოსაყენებელია მაქსიმალურად. მე ამის მჯერა, ამის რესურსს ვხედავ და ვფიქრობ, იმ წითელი ხაზების დაცვით, რომლებიც საქართველოს გააჩნია და, ბუნებრივია, ეს არის ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი სუვერენიტეტი, პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია. უბრალოდ, ამისთვის საჭიროა, მაქსიმალურად გამოყენებული იყოს ის ფორმატები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია. მე ამაზე ბევრჯერ მისაუბრია, მათ შორის ჩემი პარლამენტში გამოსვლის დროსაც. რა თქმა უნდა, კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჟენევის ფორმატის რესურსის ბოლომდე გამოყენება. ამაზე ბევრჯერ მისაუბრია და კიდევ ვამბობ - მინიმუმ მინისტრის დონეზე, შესაძლოა, უფრო მაღალ დონეზეც გაიმართოს ეს შეხვედრა. ამ ფორმატში არის აბსოლუტურად ყველა ის მოთამაშე, რომელთა ჩართულობითაც იმ პრობლემასა და იმ უდიდეს ტკივილში, რომელიც საქართველოს გააჩნია, შესაძლებელია პოზიტიური დინამიკის შექმნა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)