15:31 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 17:52:28, 1370 ნახვა

კომენტარი
გუნავა შს მინისტრს: რატომ შევიდა კლუბებში სპეცრაზმი ცეცხლსასროლი იარაღებით? იყო იქ ვინმე შეიარაღებული?

„როგორც ვიცით, სპეცდანიშნულების რაზმი, ცეცხლსასროლი იარაღებით შევიდა კლუბებში. რაიმე საფრთხე იყო მსგავსი იქიდან? იყო ვინმე შეიარაღებული?“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, თენგიზ გუნავამ შს მინისტრ გიორგი გახარიას, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უსმენენ.

გუნავა ასევე დაინტერესდა, თუ რატომ დააკავეს „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სპეცოპერაციის ღამეს.

„ყველა ნორმალური ადამიანი მიესალმება ნარკორეალიზატორები წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა მარტო კლუბებში შესვლით რომ ვერ აღმოვფხვრით ამ პრობლემას თქვენც ძალიან კარგად იცით და მეც. მაინტერესებს, სპეცდანიშნულების რაზმი, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული შევიდა კლუბებში და რაიმე საფრთხე იყო მსგავსი იქიდან, იყო ვინმე შეიარაღებული? იცით ალბათ რა რისკის შემცველიც არის და ამიტომ გეკითხებით. მეორე კითხვას რაც შეეხება, მე მომივიდა ინფორმაცია, რომ გრიბოედოვის ნომერ 37-ში მდებარე „ბლოუ ბარში“ შესული იყო თქვენი დანაყოფი და იქ, ერთ-ერთ თანამშრომელ გოგოს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. არ ვიცი, ან დამიდასტურებთ, ან უარყოფთ ამას. ერთი მარტივი კითხვა კიდევ, რატომ დააკავეთ, „გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე?", - მიმართა გუნავამ შს მინისტრს.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები გიორგი გახარიას უსმენენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics