18:59 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 17:32:47, 1463 ნახვა

საზოგადოება
პარამედიკოსების სასწავლო კურსისთვის საბუთების მიღება გრძელდება

პარამედიკოსების სასწავლო კურსისთვის საბუთების მიღება გრძელდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მართვის საკითხებში მოსამზადებლად უკვე მესამე ჯგუფი შეირჩა. მომავალ პარამედიკოსებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე შეხვდა.

თავდაპირველად, პრეტენდენტები მოთხოვნილი დოკუმენტაციის საფუძველზე შეირჩევიან. მომდევნო ეტაპზე, მათ ნორმატივებისა და პრეტესტის ჩაბარება მოუხდებათ, რისი წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, პარამედიკოსთა მოსამზადებელ კურსს, ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე გაივლიან. 4 თვიანი სწავლების ფარგლებში მათ თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდებათ.

კურსის გავლა საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების სამკურნალო/მედიცინის ფაკულტეტის ყველა კურსდამთავრებულს შეუძლია. ამისთვის აპლიკანტმა შესაბამის დოკუმენტთა ნუსხა, სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციაში უნდა წარადგინოს (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. #117) ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა № IV-100/ა) დედანი; ბ) ავტომანქანის მართვის მოწმობის ასლი; გ) საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების სამკურნალო/მედიცინის ფაკულტეტის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი; დ) პირადობის მოწმობის ასლი; ე) ავტობიოგრაფია ან (CV); ვ) ცნობა სამუშაო გამოცდილების შესახებ ან შრომის წიგნაკის ასლი (არსებობის შემთხვევაში); ზ) სარეკომენდაციო წერილი/ცნობა (დედანი); თ) ორი ფოტოსურათი (3/4); ი) ნასამართლეობის შესახებ ცნობა (დედანი);

პარამედიკოსთა მომზადების პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და რეგიონებში გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics