|
2018-05-18 17:29:37, 1547 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი ბანკის“ ორგანიზებით, პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის თემაზე კონფერენცია გაიმართა
„პატივის, ღირსების, და საქმიანი რეპუტაციის შელახვა - სამართლებრივი ასპექტები და პრობლემები“ - ამ თემაზე „თიბისი ბანკისა“ და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავჯდომარე - ზვიად კორძაძე, მისი მოადგილე ქეთევან ქვარცხავა და "თიბისი ბანკის" იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - ეკატერინე ეგუთია უძღვებოდნენ. როგორც „თიბისი ბანკის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ეკატერინე ეგუტიამ განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა ითვალისწინებს საქართველოში სამართლებრივი მდგომარეობის ანალიზს ორ სერიოზულ საკითხზე, როგორიც არის სიტყვის თავისუფლება, ერთის მხრივ კონსტიტუციური უფლება და მეორეს მხრივ პირის პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შელახვა. „ეს უფლებები და მათი ურთიერთკავშირი. სიტყვის თავისუფლება ძალიან მაღალ დონეზე დგას კონსტიტუციით და კანონით ის უნდ იყოს დაცული. მაგრამ როდესაც ისეთი სიკეთეები ილახება, როდესაც პირს ულახავენ პატივს ღირსებას, საქმიან რეპუტაციას, ამ შემთხვევაში შესაძლებელია შეიზღუდოს სიტყვის თავისუფლება. ანუ ხელაღებით პირის შეურაცხყოფა და პატივის ხელყოფა არის დაუშვებელი. სწორედ ასეთ საკითხებს შეეხო დღევანდელი კონფერენცია. ჩვენი აუდიტორია არის მედიის წარმომადგენლები, ადვოკატები და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება ეს კონფერეცია“, - განაცხადა ეგუტიამ. მან ასევე „თიბისი ბანკსა“ და „ასავლ დასავალს“ შორის 4 წლიან სასამართლო დავაზე გაამახვილა ყურადღება: „ჩვენ ვისაუბრეთ პრეცედენტებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე თუ როგორ ხდება ეს აშშ-ში. განსხვავებები არის რა თქმა უნდა ზიანის დაკისრების ნაწილში, ჩვენთან ნომინალურია ეს თანხა და ძირითადად აქცენტი მოდის ცნობების უარყოფაზე. „თიბისი ბანკს“ ჰქონდა 4 წლიანი დავა „ასავალ დასავალთან“. სასამართლომ გაზეთს დააკისრა სიცრუის უარყოფა საჯაროდ და ასევე ფულადი კომპენსაცია. ეს არ ყოფილა შემაკავებელი თანხა, რომ კიდევ არ გაიმეოროს, მაგრამ მაინც კარგი პრეცედენტია, როცა სასამართლო ადგენს, რომ სიცრუის გავრცელება ეს არ არის სიტყვის თავისუფლების კონტექსტში მისაღები ქმედება“,- განაცხადა მან. იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარემ „თიბისი ბანკს“ შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა მომავალი მსჯელობებისთვის მნიშვნელოვანია. „ქვეყანაში, ჩვენ სფეროში დაგროვდა სასამართლო გადაწყვეტილებები , რომლებიც გარკვეულწილად რეგულაციებს უკეთებენ ამ საკითხს. ჩვენ იურისტებმა, ვიმსჯელეთ დღეს ამ გადაწყვეტილებების თაობაზე. ვისაუბრეთ როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეებზე. შევჯერდით იმ საკითხებზე, რომლებიც ამ გადაწყვეტილებების მიხედვით სადაო არ არის. მე მოხარული ვარ რომ სასამართლოები აქტიურად იყენებენ ევრომოსამართლეების გადაწყვეტილებებს ამ მიმართულებით და ერთის მხრივ დაცულია ადამიანის ღირსება და მეორეს მხრივ სიტყვის თავისუფლების ფარგლებში შეზღუდვას ადგილი არ აქვს. დღევანდელი კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ საკითხებზე მომავალი მსჯელობებისთვის“,- აღნიშნა კორძაძემ. კონფერენციის ფარგლებში ასევე განხილული იყო სიტყვის თავისუფლების სტანდარტი აშშ-ის კანონმდებლობით და სიტყვის თავისუფლების ფარგლები ჟურნალისტური ეთიკის გადმოსახედიდან. როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატა ძველიშვილმა აღნიშნა, არასწორი ინფორმაციის გავრცელება, მნიშვნელოვანი პრობლემაა, ამიტომ ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარებას ხელი უნდა შეეწყოს. „არასწორი ინფორმაციის გავრცელება ამ დეზინფორმაციის პირობებში, მაშინ როდესაც ქვეყანაში საინფორმაციო ნაკადი სულ უფრო იზრდება, ცხადია მნიშვნელოვანი პრობლემაა. თუმცა მისი მოგვარების და გადაწყვეტის გზებზე შეგვიძლია ჩვენ ვიდისკუსიოთ. ეს შეხვედრა სწორედ ამას ეხება იმიტომ, რომ იურისტებს ცოტა განსხვავებული მოსაზრებები აქვთ და მედიას საშუალებები შედარებით სხვანაირად ვფიქრობთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მთავარი რასაც ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ, ეს არის ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარება, ვინაიდან სწორედ მაღალი პასუხიმგებლობის მქონე მედია საშუალებებს შეუძლიათ დაუპირისპირდნენ და წაართვან აუდიტორია იმ გამოცემებს, რომლებიც ორიენტირებულები არიან არასწორი ინფორმაციის გავრცელებაზე. სიძულვილის ენის ტირაჟირებაზე და მათთვის ეთიკური პრინციპები არის თითქმის მიუღებელი“,- აღნიშნა ძველიშვილმა. ღონისძიება დისკუსიის რეჯიმში წარიმართა და მას იურიდიული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
(NS)
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)