|
2018-05-18 16:17:08, 1628 ნახვა
საზოგადოება
ფესტივალი „თბი ლისი“ 19 მაისს განახლდება
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით დაფუძნებული სპორტული ფესტივალი „თბი ლისი“ გრძელდება. 19 მაისს, 12:00-დან 18:00 საათამდე, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები გაიმართება. სპორტულ პროგრამებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია ადგილზე განხორციელდება. ფესტივალი, გარდა სპორტული აქტივობებისა, კულტურულ და საგანმანათლებლო ნაწილსაც მოიცავს. ამჯერად, საფესტივალო დღე „სალიოს“ კონცერტით დაიხურება, რომელიც 18:00 საათიდან გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა ART მარკეტი, სადაც საქართველოში დამზადებული ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა–გაყიდვა გაიმართება. გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში აქტიური იქნება საბავშვო გასართობი კუთხე. ფესტივალი ემსახურება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მასობრივი სპორტის განვითარებას, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციას და დასვენებისა და გართობისთვის სასურველი გარემოს შექმნას. საფესტივალო ღონისძიებები შემოდგომამდე ყოველ შაბათს გაიმართება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)