|
2018-05-18 15:46:29, 1895 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე: ჩვენი მიდგომაა - ფინანსურ სექტორში არ უნდა გვქონდეს ასიმეტრიული რეგულაცია
ჩვენი მიდგომაა - ფინანსურ სექტორში არ უნდა გვქონდეს ასიმეტრიული რეგულაცია, რომელიც იძლევა გარკვეული სპეკულაციის საშუალებებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ეროვნულ ბანკში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი, ისევე როგორც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ სექტორში უკვე ამოქმედებული და დაგეგმილი ღონისძიებები, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში, ხელს შეუწყობს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას. „მომდევნო კვირას, სავარაუდოდ 25 მაისს, გაიმართება მთავრობის სხდომა, სადაც ფინანსთა სამინისტრო ოფიციალურად წარადგენს ლომბარდებთან დაკავშირებულ ახალ ინიციატივას. მინდა შეგახსენოთ ჩვენი მიდგომა - ფინანსურ სექტორში არ უნდა გვქონდეს ასიმეტრიული რეგულაცია, რომელიც იძლევა გარკვეული სპეკულაციის საშუალებებს. ფინანსურ სექტორში ყველა მოთამაშეზე, განურჩევლად იმისა, იურიდიული პირია თუ ფიზიკური, უნდა ვრცელდებოდეს ერთიანი რეგულაცია", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. როგორც ფინანსთა მინისტრმა, აღნიშნა ინიციატივა შეეხება ზედა ზღვარის დაწესებას ეფექტურ საპროცენტო განაკვეთებზე, ასევე ჯარიმებზე. ამასთან, მისი თქმით, დაწესდება შეზღუდვები ლომბარდების მიერ სესხის გასაცემად მისაღებ ქონებასთან დაკავშირებით. „ეს შეეხება ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ჭერის დაწესებას. რეგულაციას, რომ ასეთივე ჭერი დავაწესოთ ჯარიმებზე, რომ ჯარიმები კრედიტორმა უნდა დათვალოს გადასახდელი თანხიდან და არა თავდაპირველად გაცემული თანხიდან, როგორც იყო მსგავსი შემთხვევები, მიუხედავად არსებული რეგულაციებისა. ამასთან, ჩვენ გვექნება შეზღუდვები ე.წ. ლომბარდულ სესხებთან დაკავშირებით რეგისტრირებულ ქონებებზე, რომელიც ძირითადად, ავტომობილები და უძრავი ქონებაა", – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
(NS)
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)