|
2018-05-18 14:30:03, 1675 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი: რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა თეორიულად შესაძლებელია
„მოსკოვი რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას არ გამორიცხავს“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა. თუმცა როგორც მან აღნიშნა, ასეთ შეხვედრას მომზადება სჭირდება. „ასეთი შეხვედრა თეორიულად შესაძლებელია ყველა დონეზე, მათ შორის უმაღლეს დონეზე, თუმცა ამას სჭირდება სათანადო მომზადება“, - განაცხადა კარასინმა. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ორი დღის წინ, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერთან შეხვედრისთვის მზადაა. „მე ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან გამომდინარე, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს, პერმში, მოსკოვსა, თუ პეტერბურგში და თუ მე, აი, აქედან გამომდინარე დამელაპარაკება რუსი ლიდერი - ჩვენ დავლაგდებით. ამას ჰქვია თანამედროვე დიალოგის ფორმა, იმიტომ რომ ესე მელაპარაკება მე მაგალითად პოლონეთის პრეზიდენტი. ის მეუბნება, რომ პოლონეთის მოქალაქეთა ინტერესები არის ეს და რანაირად შეგვიძლია ჩვენ ქართველი ხალხის და პოლონეთის ხალხის ინტერესები დავამთხვიოთ. ასე მელაპარაკება, გერმანიის კანცლერი, ან საფრანგეთის პრეზიდენტი, საკუთარი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)