|
2018-05-18 12:06:42, 1411 ნახვა
საზოგადოება
19 მაისს ავტობუსების 30 მარშრუტის მუშაობის საათები გახანგრძლივდება
აქციის - „ღამე მუზეუმში“ მხარდასაჭერად, ავტობუსების 30 მარშრუტის მუშაობის საათები 19 მაისის საღამოდან 20 მაისის ღამის 01:30 საათამდე გახანგრძლივდება. მერიის ინფორმაციით, შეცვლილი გრაფიკით იმოძრავებენ: N1, N2, N6, N7, N11, N14, N15, N20, N25, N27, N31, N33, N34, N36, N39, N44, N47, N49, N55, N56, N61, N62, N66, N73, N78, N86, N88, N90, N92 და N95 ავტობუსები. გარდა ამისა, თბილისის მერია მუზეუმების მიმართულებით 20 მაისის 01:30 საათამდე 2 დროებით მარშრუტს დანიშნავს, რომლითაც მგზავრები უფასოდ ისარგებლებენ. „19 მაისის 18:00 საათიდან ერთ მარშრუტზე ავტობუსი იმოძრავებს ჩოლოყაშვილის გამზირიდან (კუს ტბის ასახვევი) ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმართულებით. ხოლო 21:30 საათიდან, მეორე მარშრუტზე, „დინამო არენადან“ გორგასლის ქუჩამდე წრიული მარშრუტი ამოქმედდება. ავტობუსი გაივლის აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირებს, გმირთა მოედნის გავლით მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირებს დაუკავშირდება, პუშკინის ქუჩიდან გორგასლის ქუჩაზე გაუხვევს და კრწანისის მოედანზე უკუმიმართულებით მობრუნდება“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)