|
2018-05-17 20:20:43, 1754 ნახვა
საზოგადოება
ბოლქვაძე: ჩვენ ვერ შეგვაშინებენ, ბოლომდე აქ ვიდგებით
მთავრობის ადმინისტრაციასთან ლგბტ თემის აქცია გრძელდება. როგორც აქციის ორგანიზატორმა ნინო ბოლქვაძემ აღნიშნა, აქციის მონაწილეები მიმდებარე ტერიტორიაზე იქამდე დარჩებიან, სანამ ამის საჭიროება იქნება. ის ასევე აქციაზე ცოტა ხნის წინ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველა პირი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, უნდა იყოს დასჯილი. „ვითხოვთ აბსოლუტურად ყველა პირის დასჯას, რომელიც ჩაიდენს დანაშაულს და ძალადობას. მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს სასამართლოში. ჩვენ ვგეგმავდით აქციის საღამოს 8 საათზე დასრულებას, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აქცია უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ვერ შეგვაშინებენ და ბოლომდე აქ ვიდგებით“, - განაცხადა ნინო ბოლქვაძემ. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციასთან ინციდენტი მოხდა. პირმა, რომელიც აქციის მონაწილე არ იყო, ერთ-ერთ გამომსვლელს ხელი გაარტყა, რის შემდეგაც იგი დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)