|
2018-05-17 17:35:28, 1485 ნახვა
საზოგადოება
გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენება შემუშავების პროცესშია
გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შემუშავების მიზნით, სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი“ სამ დღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს (EEA) და სლოვაკეთის გარემოს სააგენტოს (SEA) ექსპერტები ხელმძღვანელობდნენ. სამუშაო შეხვედრაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების უფლებამოსილ პირებთან ერთად, მოხსენების შემუშავების პროცესში ჩართული სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენება ოთხ წელიწადში ერთხელ მზადდება და იგი წარმოადგენს საქართველოს გარემოს მდგომარეობის შესახებ არსებული ინფორმაციის შემაჯამებელ დოკუმენტს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის წარმომადგენლის ლაშა ახალაიას განცხადებით, საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილების გაზიარება და მათთან ერთად მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ახლა მიმდინარეობს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული ანგარიშის შემუშავება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის უფროსმა ვასილ წაქაძემ სამუშაო შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შემუშავების პროცესში საერთაშორისო ექსპერტების მიერ გაზიარებულ გამოცდილებას ეფექტიანად გამოიყენებენ ინდიკატორების და შეფასების ინსტრუმენტების სწორად განსაზღვრის საკითხში. სამუშაო შეხვედრა „ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების პრინციპების და პრაქტიკის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (ENI SEIS East II) ფარგლებში გაიმართა, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) მიერ და ხელს უწყობს საზოგადოებისთვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის გაზიარებას. აღსანიშნავია, რომ ოთხწლიანი პროექტი ახორციელებს ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების (SEIS) პრინციპების დანერგვას, რაც 2010-2015 წლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) განხორციელებულ აქტივობებს ეფუძნება. პროექტის მიზანიც გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერების მეშვეობით ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და გარემოს დაცვის მხარდაჭერაა. პროექტი ბიომრავალფეროვნების, წყლის, ნიადაგის, ჰაერის მონაცემებისა და გარემოს მდგომარეობის შეფასების განვითარებას უწყობს ხელს და 2019 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)