|
2018-05-17 17:33:05, 1607 ნახვა
საზოგადოება
„თავისუფლების მოედანზე“ მატარებლები არ გაჩერდებიან
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ დროებით დაიკეტა. აღნიშნულის მიზეზი აქციების გამო ტერიტორიაზე დაწესებული უსაფრთხოების ზომებია. ამ დროისთვის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მისასვლელი ყველა გზა დაკეტილია. ქუჩების ნაწილზე პოლიციის ცოცხალი კორდონი დგას, ხოლო ნაწილზე სპეციალური ბარიერებია აღმართული. შეგახსენებთ, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი აქცია, რომელიც დღეს, 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან იყო დაგეგმილი, გაუქმდა. როგორც ორგანიზაციები განმარტავენ, მათთვის ცნობილი გახდა, რომ 17 მაისს უპრეცედენტო მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული მათ მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს. თუმცა, ლგბტ აქტივისტების ნაწილი აცხადებს, რომ დღეს 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მივა და საკუთარ პოზიციას გამოხატავს. ამასთან, კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაანონსებულია „ქართული იდეის“ კონტრაქცია, რომლის დამფუძნებელიც გია კორკოტაშვილია. არსებული ინფორმაციით, კორკოტაშვილი და კიდევ რამდენიმე პირი ამ დროისთვის სამართალდამცველებს გამოკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)