|
2018-05-17 16:23:53, 1329 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ახალშობილთა სასაჩუქრე პაკეტი უმჯობესდება
სოციალური პროექტის − „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ − სასაჩუქრე პაკეტი უმჯობესდება. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, პროგრამის ბენეფიციარები − სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ახლა უკვე ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 20-ლარიან უფასო ვაუჩერებსა და 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათებსაც მიიღებენ. ვაუჩერების განაღდება „ფარმადეპოს“ სააფთიაქო ქსელში იქნება შესაძლებელი. ახალშობილის მშობელი 20 ლარის ფარგლებში საფენებს ან ბავშვისთვის საჭირო სხვა ნივთს უფასოდ მიიღებს, 50-პროცენტიანი ვაუჩერით კი სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის ნახევარ ფასად შეძენას შეძლებს. სასაჩუქრე პაკეტი იუსტიციის სახლსა და კომპანია „ფარმადეპოს“ შორის ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში უმჯობესდება. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერა. პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2016 წლის 17 ოქტომბრიდან იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილი ბავშვების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, იუსტიციის სახლის სასაჩუქრე ნაკრებსაც იღებენ. პროექტის მიმდინარეობის პერიოდში ორჯერ გამოიკითხნენ ბენეფიციარი მშობლები. კითხვაზე − რის დამატებას ისურვებდით სასაჩუქრე პაკეტში, გამოკითხულთა უმრავლესობამ არჩევანი საფენებზე, საწოვარაზე, საბავშვო ზეთსა და ხელოვნურ საკვებზე შეაჩერა. „სწორედ მშობელთა ამ სურვილების გათვალისწინებით წარმართა იუსტიციის სახლმა მოლაპარაკებები კერძო კომპანიებთან, რომელთაგან შესაბამისი შეთანხმების მიღწევა მხოლოდ „ფარმადეპოსთან“ მოხერხდა. ამისათვის „ფარმადეპოს“ როგორც ჩვენი, ასევე ბავშვებისა და მშობლების სახელით ნამდვილად ეკუთვნის დიდი მადლობა. იმედი მაქვს, მომავალში, სხვა კომპანიებიც გამოიჩენენ მსგავს სოციალურ პასუხისმგებლობას და ჩვილის დაბადებისთანავე შეაბიჯებენ იმ ოჯახებში, რომელთაც ამგვარი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებათ.“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. სასაჩუქრე პაკეტის გამრავალფეროვნების შედეგად, დღეიდან ახალშობილების მშობლები შეძლებენ, თავად განსაზღვრონ, მათი შვილებისათვის რომელი ნივთებია პრიორიტეტული, რომელთაც სასაჩუქრე ვაუჩერით ან 50%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ. პროექტის − „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ − ფარგლებში დღემდე სასაჩუქრე ნაკრები 4130 მოსარგებლეს გადაეცა. კვლევის თანახმად, პროგრამის ბენეფიციარების 68.35% საჩუქრით კმაყოფილი იყო; 6,84% მიიჩნევდა, რომ პაკეტი გაუმჯობესებას არ საჭიროებს; 24.81%-მა კი ბავშვთა ჰიგიენისა და მოვლის პროდუქტების დამატების სურვილი გამოთქვა.
(NS)
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)